"შტაბში მივიღეთ გადაწყვეტილება, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა გაგრძელდეს მაწარმოებლებისთვისაც და არა-მაწარმოებლებისთვისაც. ანუ ის წლის ბოლომდე გაგრძელდება" - ნოვაკის ამ სიტყვებს ავრცელებს "ინტერფაქსი".
ვიცე-პრემიერის თქმით, დიზელის ექსპორტზე აკრძალვა გაუქმდება "ბაზრის აღდგენის კვალდაკვალ", რათა ნავთობის გადამამუშავებელმა ქარხნებმა არ განიცადონ სირთულეები ჭარბი წარმოების და გადამუშავების მოცულობის შემცირების კუთხით.
რუსეთის ხელისუფლებამ აპრილის დასაწყისში შემოიღო ბენზინის ექსპორტის აკრზალვა, რომელსაც 31 ივლისამდე უნდა ემოქმედა. აცხადებდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს მაღალი მოთხოვნის პერიოდში დეფიციტის შესამცირებლად.
რუსეთში საწვავის კრიზისი ივნისში დაიწყო, ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოებსა და ნავთობის სხვა ინფრასტრუქტურაზე უკრაინის დარტყმების ფონზე. საწვავის დეფიციტი და რიგები ბენზინის სადგურებზე არის ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, ასევე ანექსირებულ ყირიმში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რეგიონების უმრავლესობაში შეზღუდვებია შემოღებული ბენზინის გაყიდვაზე.
ფორუმი