დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. მათ შორის, ვაკისა და საბურთალოს ნაწილს.
დღეს, 5 აგვისტოს, საღამოს, დაახლოებით 20:10 საათზე საქართველოში ელექტროენერგია კვლავ ავარიულად გაითიშა. მათ შორის დედაქალაქის მეტროში.
„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საიტზე მოცემული ინფორმაციით, თითქმის ყველა ძირითადი გადამცემი ხაზის მიწოდება „განულებული“ იყო.
ასევე ნახეთ
ქვეყნის მასშტაბით დენი კვლავ გაითიშა - ორ კვირაში უკვე მესამედენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა, საქართველოში დენის გათიშვის მიზეზად დაასახელა ტესტირების პროცესი, რომლის ფარგლებშიც უნდა დადგენილიყო 24 და 25 ივლისს ავარიული გათიშვის მიზეზი.
ასევე ნახეთ
რატომ გაითიშა დენი საქართველოში - სემეკის წევრისა და სსე-ს განმარტებები- მანამდე, 24 და 25 ივლისს, თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგია რამდენიმე საათით გაითიშა;
- მაშინ ელექტროენერგიის გათიშვასთან ერთად გაჩერდა მეტრო, საქართველოს რკინიგზა. გაითიშა GWP-ის სატუმბო სადგური, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს მცირე ხნით შეუწყდა წყალი.
- ორი ე.წ. ბლექაუთის მიზეზთა დადგენაზე სემეკი და სუსი მუშაობენ;
- გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობას ტოვებს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენდირექტორი ვანო ზარდიაშვილი - ის შვებულებაში გავიდა, ხელმძღვანელის მოვალეობას კი ასრულებს დავით ვარდიაშვილი, რომელიც უწყებაში, გათიშვების შემდეგ, „გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ მივიდა.