რუსეთში ლიეტუვის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს

რუსეთში ლიეტუვის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს. 2026 წლის 5 აგვისტო (საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთში კალინინგრადის საოლქო სასამართლომ 5 აგვისტოს ლიეტუვის მოქალაქე დამნაშავედ ცნო ჯაშუშობაში და 13 წლითა და 6 თვით მიუსაჯა კოლონიაში პატიმრობა.

რუსეთის სასამართლოს ვერსიით, ბრალდებული 2011-დან 2024 წლამდე "აგროვებდა და გადასცემდა მონაცემებს, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს", ხოლო შემდეგ იგი რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა გამოააშკარავეს. მსჯავრდადებულის სახელს საჯაროდ არ აცხადებენ, საქმის სხვა დეტალები უცნობია. სასამართლოს განცხადებაში მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ განაჩენის გამოტანისას გაითვალისწინეს ლიეტუვის მოქალაქის "მძიმე ქრონიკული დაავადებები".

რუსეთის სასამართლოები სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებს რეგულარულად აპატიმრებენ ჯაშუშობის ბრალდებით. ასეთ საქმეებს ხშირად იყენებენ დასავლეთის ქვეყნებთან მსჯავრდადებულთა გაცვლისთვის. 2025 წელს ამ მუხლით 14 პირი იქცა მსჯავრდადებულად.

ასევე ნახეთ

იტალიაში დააკავეს ორი პირი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით