პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივემ გაამჟღავნა ინფორმაცია, მათ შორის „მომსახურე სამხედრო პერსონალისგან“ მიღებული, და სავარაუდოდ, დაზვერვის რუს ოფიცერს მიაწოდა.
თავდაცვის მინისტრმა, გუიდო კროსეტომ პოლიციას მადლობა გადაუხადა გამოძიების ჩატარებისთვის, რომელიც „ერთნაირად რთულიც იყო და დელიკატურიც“.
„ვერ იქნება ვერანაირი შემწყნარებლობა — განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება პირებს, რომელთაც საპასუხისმგებლო თანამდებობები უჭირავთ — ნებისმიერი იმ ადამიანის მიმართ, ვინც ემუქრება რესპუბლიკის უსაფრთხოებას“, - ნათქვამია მის განცხადებაში.
პოლიციის ცნობით, მთავარ ეჭვმიტანილს, 59 წლის ყოფილ იტალიელ აგენტს, კონტაქტი ჰქონდა „რუსეთის სადაზვერვო სამსახურების სავარაუდო ოფიცერთან, რომელიც იტალიის ტერიტორიაზე დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობდა“.
მან „მიიღო და გაუმჟღავნა მას მისთვის საინტერესო ინფორმაცია ექვსი წყაროდან, მათ შორის ოთხი მოქმედი სამხედრო მოსამსახურისგან, რომლებსაც ეკავათ მაღალი დონის საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული თანამდებობები “, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოფილმა აგენტმა ინფორმაცია ფულის სანაცვლოდ გადასცა შესაბამის წყაროს.
მეორე დაკავებული პირის ვინაობის შესახებ დეტალები ჯერ არ გავრცელებულა.
იტალიის პოლიციამ 7 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა, მათ შორის „სახელმწიფო დაზვერვის ყოფილი წევრი“.
ფორუმი