ხარკოვის გუბერნატორის ცნობით, ორი ადამიანი დაიღუპა რუსეთის თავდასხმის შედეგად

უკრაინის ხარკოვის ოლქი რუსეთის ერთ-ერთი დარტყმის შემდეგ, 2026 წლის ივლისი

რუსეთის არმიამ 9 აგვისტოს, დილით სარაკეტო თავდასხმა განახორციელა უკრაინის ხარკოვის ოლქის სალტოვსკის რაიონზე - იუწყება ხარკოვის ოლქის გუბერნატორი, ოლეჰ სინეჰუბოვი. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

დაიღუპა ორი ადამიანი - 50 და 66 წლის პირები, დაშავდა სულ მცირე 23. სინეჰუბოვის მონაცემებით, 11-მა ადამიანმა დაზიანებები მიიღო აფეთქებების შედეგად, ორი გაზით მოიწამლა. კიდევ რვა პირს - მათ შორის ხუთი წლის ბიჭს - აღენიშნება მძაფრი ტრავმული რეაქცია სტრესზე.

კვირას, ღამით რუსეთის არმიამ დარტყმა განახორციელა ოდესის ოლქზეც, ათობით რაკეტითა და დრონით - ამ ცნობას საოლქო ადმინისტრაცია ავრცელებს. დაშავდა რვა ადამიანი.

რუსეთის არმიას განცხადება არ გაუვრცელებია ხარკოვსა და ოდესაზე განხორციელებულ იერიშებზე.

ასევე ნახეთ

რუსეთის ბელგოროდის მესვეურთა ცნობით, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა დრონებით თავდასხმას