ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის მილსადენებს და კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტს განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებად. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს სააგენტო „ინტერფაქს-ყაზახეთი“.
- ალტერნატიული მარშრუტების განხილვა გამოწვეულია „კასპიის მილსადენების კონსორციუმის” ობიექტების მუშაობის შეფერხებით. საუბარია რუსეთის ტერიტორიაზე, ნოვოროსიისკის რაიონში მდებარე ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ დაარტყეს.
- „კასპიის მილსადენების კონსორციუმის” აქციონერები რუსულ და ყაზახურ კომპანიებთან ერთად არიან რამდენიმე ევროპული და ამერიკული კომპანია, მათ შორის Chevron.
- კონსორციუმის მილსადენებით ძირითადად, დასავლეთ ყაზახეთში მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება ხდება.
2026 წლის ივლისში ყაზახეთმა საექსპორტო ნაკადები გადაანაწილა. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მიწოდება გაიზარდა ატირაუ-სამარის მიმართულებით და ჩინეთში.