ფაშინიანის პარტია წლის ბოლომდე გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გამოქვეყნებას

ნიკოლ ფაშინიანის გუნდის წევრის თქმით, ახალი კონსტიტუციის პრეამბულაში აღარ იქნება ნახსენები დამოუკიდებლობის დეკლარაცია.

სომხეთის მმართველი პარტია, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტი“ 2026 წლის ბოლომდე გეგმავს ქვეყნის კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის გამოქვეყნებას.

მიუხედავად იმისა, რომ პარტიას ახლად დაკომპლექტებულ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, ფაშინიანს კონსტიტუციის შეცვლა სურს - „ახალი სომხეთის“ კონცეფციით.

სომხეთის კონსტიტუციის შეცვლა არის აზერბაიჯანის ბოლო პირობა სამშვიდობო შეთანხმების საბოლოოდ გაფორმებისათვის:

  • ბაქო ამბობს, რომ აუცილებელია სომხეთის კონსტიტუციიდან სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მითითება, რადგან, ბაქოს თქმით, დეკლარაცია შეიცავს „ტერიტორიულ პრეტენზიებს“ აზერბაიჯანის მიმართ.
  • ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ მიღებულ იქნება ახალი კონსტიტუცია, რომელშიც არ შევა ეს მითითებები.

2026 წლის 11 აგვისტოს ფაშინიანის თანაგუნდელმა, პარლამენტარმა არუსიაკ ჯულაკიანმა განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუციის პრეამბულაში აღარ იქნება ნახსენები დამოუკიდებლობის დეკლარაცია.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წარდგენას ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი განხილვები მოჰყვება.

ასევე ნახეთ

თურქეთ-სომხეთის საზღვარი სომხეთის კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ გაიხსნება - თურქეთში აზერბაიჯანის ელჩი

ასევე ნახეთ

ფაშინიანი ბაქოს მოთხოვნებს ლოგიკურად მიიჩნევს

ასევე ნახეთ

სომხეთი და გამქრალი მთა