ორ ქვეყანას შორის საზღვარი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ჩაკეტილია.
აზერბაიჯანელი დიპლომატის თქმით, ბაქო ჩართულია თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში.
„სომხურ-თურქული და სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტების მოგვარების პროცესები პარალელურად ვითარდება“, - თქვა ელჩმა მამადოვმა.
„7 ივნისის [სომხეთის საპარლამენტო არჩევნების] შემდეგ სომხები ჩაატარებენ რეფერენდუმს და შეცვლიან კონსტიტუციას“, - განაცხადა ელჩმა.
„როდესაც ტერიტორიული პრეტენზიები აღმოიფხვრება, ხელი მოეწერება აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის ინიციირებაც შეერთებულ შტატებში მოხდა და სომხეთ-თურქეთის საზღვარი გაიხსნება“, - თქვა მან.
- 2025 წლის დეკემბრის დასაწყისში ამერიკული გამოცემა „ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ თურქეთი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში განიხილავდა სომხეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნას.
- Bloomberg-ის წყაროების ცნობითვე, თურქეთი განიხილავს სომხეთში ელჩის დანიშვნასა და ურთიერთობების აღდგენას მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულებას ოფიციალურად გააფორმებენ.
აზერბაიჯანი მოლაპარაკებების წინაპირობად ასახელებდა სომხეთის კონსტიტუციიდან დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მითითებების ამოღებას, რაც, ბაქოს თქმით, შეიცავს „ტერიტორიულ პრეტენზიებს“ აზერბაიჯანის მიმართ.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ მიღებულ იქნება ახალი კონსტიტუცია, რომელშიც არ შევა ეს მითითებები.
ფორუმი