„კვლევების მიხედვით, უკანა სავარძელზე მყოფი მგზავრების მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოყენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც თავად აღნიშნული მგზავრების, ისე წინა სავარძელზე მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაში“, - წერია დოკუმენტში და აღნიშნულია, რომ „იგეგმება ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სათანადო ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბება და ეფექტური აღსრულების მექანიზმის უზრუნველყოფა“.
საქართველოში ავტომობილის წინა მხარეს მსხდომი მგზავრებისთვის ღვედის გამოყენება სავალდებულოა. წესის დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარია, დამატებით კი მძღოლს (100 ქულიდან) 10 ქულა აკლდება. ჯარიმის მიუხედავად, 2025 წელს 141 427 დარღვევა გამოვლინდა.
სტრატეგიაში საუბარია კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, თუკი უკან მჯდომი მგზავრი იკეთებს ღვედს, ავტოსაგზაო შემთხვევებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება სამჯერ - 25%-დან 75%-მდე. უკანა სავარძელზე მყოფი მგზავრის ღვედით დაცვა (137%-ით) ამცირებს წინა სავარძელზე მჯდომი ადამიანების დაღუპვის რისკს.
დოკუმენტში მოყვანილია სტატისტიკური მონაცემები 2010 წლიდან 2021 წლის ჩათვლით. ამ წლების განმავლობაში ყველაზე ნაკლები ავტოსაგზაო შემთხვევა 2011 წელს (4486) მოხდა, ყველაზე ნაკლები (449) ადამიანი კი 2021 წელს დაიღუპა.
ასევე ნახეთ
გორში ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა - ორივე გარდაიცვალა- ბოლო 10 წელიწადში, 2015-2025 წლებში, საქართველოს გზებზე ავარიებისას 5324 ადამიანი დაიღუპა.
- მხოლოდ 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანი ემსხვერპლა - მათგან 28 ბავშვი და 164 ქვეითი.
- ავტოსაგზაო შემთხვევების და მის გამო დაშავებულთა ისეთი მაღალი სტატისტიკა, რაც 2025 წელს დაფიქსირდა, 2018 წლის შემდეგ არ ყოფილა - მსხვერპლთა რაოდენობაც ყველაზე მაღალია 2019 წლის შემდეგ.
- ავტოსაგზაო შემთხვევების 43% თბილისში ხდება, მსხვერპლთა რაოდენობა ყველაზე მაღალია იმერეთში.
- იმერეთის შემდეგ გზებზე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელია თბილისსა და კახეთში.