ავარიებს მსხვერპლებს შორის არიან ქვეითები - 2025 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლთა 34% სწორედ ქვეითებზე მოდის.
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 1 931 ავტოსაგზაო შემთხვევა, ანუ საერთო რაოდენობის ერთი მესამედი, ავტომობილის ქვეითებზე შეჯახებაზე მოდის. ამ შემთხვევებიდან, ოფიციალური მონაცემებით, 989 ავტოსაგზაო შემთხვევა ქვეითების მიერ არასათანადო გადასასვლელით სარგებლობამ გამოიწვია და ამას 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეითების მხრიდან არასათანადო გადასასვლელით სარგებლობა ავარიების გამომწვევ მიზეზებში მესამე ადგილს იკავებს 2025 წელს.
ავარიების კიდევ ერთი გამომწვევი და გავრცელებული მიზეზი არაფხიზელი მძღოლია. შსს-ს მონაცემები აჩვენებს, რომ გასულ წელს 62 ადამიანი ემსხვერპლა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლის მონაწილეობით მომხდარ ავარიას.
2025 წლის ბოლოს სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტმა მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც ამნისტია შეეხო 23 000-მდე მძღოლს, რომლებსაც მართვის მოწმობა სხვადასხვა მიზეზით ჰქონდათ ჩამორთმეული, მათ შორის სიმთვრალეში მანქანის მართვის გამოც. იმ დროს, როცა ეს საკანონმდებლო ცვლილებები განიხილებოდა, სიმთვრალეში მანქანის ტარებისთვის მართვის უფლება 18 000-ზე მეტ ადამიანს ჰქონდა შეჩერებული.
საქართველოში მომხდარ ავარიებს, ასობით ადამიანის სიცოცხლის გარდა, ათასობით ადამიანის ჯანმრთელობაც ეწირება - გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევებში 8 191 ადამიანი დაშავდა, მათგან 1151 ბავშვია.
ევროკავშირის ქვეყნებში ავტოავარიებში გარდაცვალების მაჩვენებელი საშუალოდ 44-ია მილიონ მოსახლეზე, საქართველოში - 129, ანუ სამჯერ მეტი.
ფორუმი