„როგორ აქცია ტრამპმა გაყინული კონფლიქტი მშვიდობის მოდელად“ - ასეთია 10 აგვისტოს გამოცემა Washington Examiner-ში უიტკოფის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის, მოსაზრების სვეტის სათაური.
„სამხრეთი კავკასია დღეს უფრო უსაფრთხო, აყვავებული და სტაბილურია, რადგან ტრამპმა, ალიევმა და ფაშინიანმა რიტორიკას შედეგები არჩიეს“, - წერს ის.
ასევე ნახეთ
"მშვიდობის სამიტის" ერთი წლისთავის აღსანიშნავად აშშ, აზერბაიჯანი და სომხეთი აქვეყნებენ ერთობლივ განცხადებასსტატიაში იგი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შემდეგნაირად ახასიათებს:
- ილჰამ ალიევზე: „ძლიერი და გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე ლიდერი, რომელიც მზად იყო მშვიდობისთვის აუცილებელი რთული არჩევანის გასაკეთებლად“, - თუმცა აქვე გააკრიტიკა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც დაადანაშაულა იმაში, რომ მათ „დაუშვეს სომხეთ-აზერბაიჯანის „ურთიერთობების გაუარესება“;
- „პრეზიდენტმა ალიევმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, როგორც ადამიანმა, რომელსაც ესმის როგორც თავისი ერის ინტერესები, ასევე რეგიონული სტაბილურობის უფრო ფართო მნიშვნელობა“, - წერს უიტკოფი.
- ნიკოლ ფაშინიანზე: „გაგვიმართლა, რომ სომხეთში აღმოვაჩინეთ პრაგმატული და მამაცი ლიდერი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახით - ადამიანი, რომელსაც შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილებები თავისი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, მაშინაც კი, როდესაც ეს გადაწყვეტილებები თავდაპირველად არაპოპულარულად აღიქმებოდა“.
ასევე ნახეთ
ალიევი: სომხეთის საზღვრამდე რკინიგზის მშენებლობა 2027 წელს დასრულდება2026 წლის 8 აგვისტოს - 2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში გამართული სამშვიდობო სამიტის ერთი წლისთავის აღსანიშნავად - აშშ-მა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
ასევე ნახეთ
"ტრამპის მარშრუტი" - სად არის საქართველო საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის გზაზე?მასში აღნიშნულია, რომ „ღრმა სიამაყეს იწვევს, რასაც ჩვენმა ქვეყნებმა ერთად მიაღწიეს და აშკარაა უდიდესი პრინციპულობა - დააშენონ იმ ფუნდამენტს, რომელმაც წერტილი დაუსვა ათწლეულების კონფლიქტს და სამხრეთი კავკასია უფრო აყვავებული მომავლისკენ გზაზე დააყენა“.
2026 წლის 5 აგვისტოს კი სტივ უიტკოფის უფროს მრჩეველს, არიე ლაიტსტოუნს, - TRIPP+ ფონდის ხელმძღვანელ კონსტანტინ სოკოლოვთან ერთად, - ერევანში უმასპინძლა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.