ამ ქვეყნის ხელისუფლებამ დაასახელა პირი, რომელიც, მისი აღწერით, იყო მეთაური, მოკლული ერთი დღით ადრე განხორციელებული დარტყმებისას. ამ თავდასხმას ემსხვერპლა ასევე რამდენიმე ბავშვის სიცოცხლე.
ხელისუფლების ცნობით, ისრაელის მიერ შაბათს განხორციელებულმა დარტყმებმა სამხრეთ ლიბანში 11 ადამიანი იმსხვერპლა. ეს ყველაზე სისხლიანი თავდასხმებია ივნისში საბრძოლო მოქმედებების დასრულებისკენ მიმართული შეთანხმების მიღწევის შემდეგ.
ისრაელმა განაცხადა, რომ ეს დარტყმები იყო პასუხი „ჰეზბოლას“ (ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) მიერ სამხრეთ ლიბანის ეგრეთ წოდებულ, „უსაფრთხოების ზონაში“ ასაფეთქებელი დრონების გაშვებაზე, რამაც სერიოზულად დააშავა სამი ისრაელელი სამხედრო, მათ შორის ერთი ოფიცერი.
„ანგარიშსწორება ყველგან იქნება. ჩვენ მთელი ძალისხმევით დავიცავთ ჩვენს ჯარისკაცებსა და ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას“, — დაწერა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა X-ზე.
ისრაელის სამხედროებმა შაბათს მოკლულთაგან ერთ-ერთი ამოიცნეს როგორც აბუ ჰასან ალაა და განაცხადეს, რომ იგი იყო ჰეზბოლას „ბადრის“ დანაყოფის მაღალი რანგის მეთაური, რომელიც მონაწილეობდა ისრაელის ჯარების მიმართულებით დრონების გაშვებაში.
უფრო ადრე ისრაელმა განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად დაიღუპა „ჰეზბოლას“ ელიტარული „რადუანის“ ძალების მეთაური, ალი სამირ ალ-ჰაჯ ჰასანი.
ისრაელის სამხედროებმა აღიარეს, რომ ჰასანის ოჯახის წევრებიც იქ იმყოფებოდნენ, თუმცა განხორციელებული დარტყმა დაიცვეს და განაცხადეს, რომ ისინი არ წარმოადგენდნენ სამიზნეს.
ლიბანის პრეზიდენტმა ჟოზეფ აუნმა განაცხადა, რომ სოფელ ანსარში განხორციელებული დარტყმის შედეგად „მთელი ოჯახი“ დაიღუპა, ხოლო ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა სამი ბავშვი და ორი ქალი.
გაეროს ჰუმანიტარულმა კოორდინატორმა ლიბანში, იმრან რიზამ, დაგმო თავდასხმა.
„ბავშვები და მშვიდობიანი მოქალაქეები კვლავ მიუღებელ ფასს იხდიან. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი მკაფიოა: მშვიდობიანი მოსახლეობა ყოველთვის დაცული უნდა იყოს“, — განაცხადა მან.
პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა „ჰეზბოლა“ მშვიდობიანი მოსახლეობის საფრთხეში განზრახ ჩაგდებაში დაადანაშაულა.
„ჰეზბოლამ“ უარყო ეს ვერსია და განაცხადა, რომ „ნეთანიაჰუს მიერ გაცემული ბრძანებების შედეგად კიდევ ერთი მთელი ოჯახი განადგურდა“.
„ჰეზბოლა“ მარტში, როცა აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედება დაიწყეს, ირანის მხარდასაჭერად ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებით ლიბანი რეგიონულ ომში ჩაითრია.
ლიბანმა და ისრაელმა ხელი მოაწერეს აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც: ლიბანის არმია ეტაპობრივად გადაიბარებს უსაფრთხოების კონტროლს ისრაელის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ რეგიონებში, თუმცა „ჰეზბოლამ,“ რომელსაც სამხედროს გარდა ლიბანში გავლენის მქონე პოლიტიკური ფრთაც აქვს, უარი თქვა განიარაღებაზე.
ისრაელი პირობას დებს, რომ კვლავ დაარტყამს „ჰეზბოლას“, და კიდევ ერთი მოკლულის ვინაობას ასახელებს
პირველი დახმარების ჯგუფები და ადგილობრივი მცხოვრებლები მიიწევენ ისრაელის საჰაერო დარტყმის ადგილისკე. 2026 წლის 15 აგვისტოს სამხრეთ ლიბანის სოფელ დეირ-ალ-ზაჰრანის ერთ-ერთი უბანზე მოხდა თავდასხმა
ისრაელმა 16 აგვისტოს პირობა დადო, რომ საფრთხის შემთხვევაში კვლავ დაარტყამს „ჰეზბოლას.“