აჭარის ტელევიზიის ტელეწამყვანი 2 000 ლარით დააჯარიმეს

კობა ფარტენაძეს პოლიციის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის წამყვანს, მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა შეუფარდა.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი, - რომელიც წინა დღეებში შეურაცხყოფასა და ძალადობაზე საუბრობდა, - პოლიციამ 17 აგვისტოს, დილით დააკავა, როცა მას მოწმის სახით ჰკითხავდნენ.

მას ედავებოდნენ 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას.

იგი 17 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ კი 18 აგვისტოს მას 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ასევე ნახეთ

პოლიციამ ტელეწამყვანი კობა ფარტენაძე დააკავა

„მინიმალური ჯარიმა შეგიფარდეთ“ - გამოცემა „აჭარა თაიმსის“ ცნობით, უთხრა მოსამართლემ ტელეწამყვანს.

  • 16 აგვისტოს გამოცემა „აჭარა თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ დაესხნენ თავს;
  • უფრო ადრე, ფარტენაძემ 10 აგვისტოს განაცხადა, რომ ბათუმში თავს დაესხნენ, დაემუქრნენ, აგრეთვე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
  • პოლიციამ ინციდენტში მონაწილე ორი პირი დააკავა, ხოლო სასამართლომ ისინი 7-7-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ასევე ნახეთ

2 კაცი დააკავეს აჭარის ტელევიზიის თანამშრომელზე ძალადობისა და დაჭრის მუქარის ბრალდებით