უკრაინას თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს

ევჰენ ხმარა

უკრაინის პარლამენტმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილი ევჰენ ხმარას კანდიდატურა.

19 აგვისტოს პარლამენტის სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად ხმარამ 312 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა.

პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ევჰენ ხმარამ განაცხადა, რომ მისი ძირითადი ამოცანაა უკრაინის ჯარების ძალითა და ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენებით რუსეთს სამართლიანი მშვიდობა აიძულონ. თავდაცვის ახალი მინისტრის თანახმად, უკრაინული იარაღი სულ უფრო მოიმატებს, დარტყმები კი უფრო ზუსტი გახდება.

  • ევჰენ ხმარას, რომელიც მანამდე უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულება 16 ივლისს დაავალა.
  • ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან იულია სვირიდენკოს და შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომა.
  • ზელენსკის გადაწყვეტილებამ, თავდაცვის მინისტრად აღარ წარედგინა მიხაილო ფედოროვი, უკრაინაში საპროტესტო აქციები გამოიწვია.

ასევე ნახეთ

უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვიდეომიმართვაში ლაპარაკობს არჩევნების საჭიროებაზე

19 აგვისტოს უკრაინის პარლამენტმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ისევ ანდრი სიბიჰას კანდიდატურა დაამტკიცა.

სიბიჰა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა ივლისის შუა რიცხვებიდან, პრემიერ სვირიდენკოსა და მინისტრების გადადგომის შემდეგ.

უკრაინის პარლამენტმა ივლისშივე პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სერჰი კორეცკი და მინისტრობის ყველა კანდიდატი თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ სიბიჰას და ხმარას კანდიდატურები პარლამენტს 18 აგვისტოს წარუდგინა.