კრემლი აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია მოსკოვში კუშნერისა და უიტკოფის შესაძლო ვიზიტზე

აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი ე.წ. "მსურველთა კოალიციის" შეხვედრაზე პარიზში, 6 იანვარი, 2026 წელი

კრემლმა 20 აგვისტოს განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის შესაძლო ვიზიტის შესახებ, იტყობინება Reuters-ის სააგენტო.

რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები უკრაინის კონფლიქტის დასასრულებლად დიდწილად შეჩერებულია ირანში მიმდინარე ომის ფონზე, რომლის დასრულებაზეც უიტკოფი და კუშნერიც მუშაობენ.

ცალკე კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არის დაგეგმილი შეხვედრა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ვატიკანის ელჩს, პოლ რიჩარდ გალაგერს შორის, რომელიც მომავალ კვირას ეწვევა მოსკოვს.

თუმცა პესკოვმა დასძინა, რომ რუსეთი მაღალ შეფასებას აძლევს იმ ქვეყნების ძალისხმევას, რომლებიც უკრაინის კონფლიქტის დასასრულებლად გზების მოძიებაზე მუშაობენ.

ასევე ნახეთ

ზელენსკი: რუსტემ უმეროვმა მოლაპარაკებები გამართა ჯარედ კუშნერთან