ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა 2 ივლისს. მოლაპარაკებების შინაარსის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ კუშნერი და ტრამპის სპეციალური წარგზავნილი სტივ უიტკოფი მაინც ესტუმრებიან უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე თვეა, შედეგი არ გამოუღია აშშ-ის ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შეწყვეტის თაობაზე.
„უნდა ჩამოვიდნენ, რათა ნახონ, გაიგონ და აუხსნან პრეზიდენტს (დონალდ ტრამპს - რედ.). შემდეგ კი ძალიან თავაზიანი მანერით, როგორც ეს იცის სტივ უიტკოფმა, უპასუხოს რუსეთს, რა უნდა გააკეთოს მან: სწრაფად მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას, შეთანხმდეს, შეაჩეროს ეს ომი,“ მოჰყავს უკრაინის პრეზიდენტის სიტყვები ონლაინ გამოცემა ТСН-ს.
ამავე დროს ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ მოახერხებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას ნატოს სამიტის კულუარებში.
სამიტი 7-8 ივლისს ტარდება ანკარაში.
ფორუმი