ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 6,1 მილიარდი ევროს იარაღის შეძენას

ევროკომისიამ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის 6,1 მილიარდი ევროს თავდაცვითი საშუალებების შეძენას. ბრიუსელში ეს გადაწყვეტილება უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს გამოაცხადეს.

ევროკავშირის დაფინანსება განკუთვნილია საჰაერო თავდაცვის საშუალებების, რაკეტების, საბრძოლო მასალებისა და რადარების შესაძენად. მათი დიდი ნაწილი შეძენილი იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მწარმოებლებისგან.

6,1 მილიარდი ევრო ნაწილია ევროკავშირის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად 2026-2027 წლებისთვის დამტკიცებული კრედიტის, რომლის საერთო მოცულობა 90 მილიარდი ევროა.

ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ევროპა აჩვენებს, რომ მისი მხარდაჭერა ურყევი და კონკრეტულია. ფონ დერ ლაიენის თანახმად, მაშინ, როცა რუსეთი შეტევას აძლიერებს, ევროპა ზრდის ძალისხმევას, რათა უკრაინას დაეხმაროს თავისი ხალხის და ცის დასაცავად.

ასევე ნახეთ

აშშ უკრაინის სუვერენიტეტის ერთგულია - რუბიომ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა