24 აგვისტოს სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში 2026-31 წლების სამთავრობო პროგრამის პრეზენტაციისას პრემიერმა ფაშინიანმა ასევე თქვა, რომ სომხეთი საგარეო პოლიტიკის საკითხზე რეფერენდუმს მხოლოდ მას შემდეგ ჩაატარებს, რაც „ცხადი საგზაო რუკა“ იარსებებს.
„როგორც მე მესმის, რეფერენდუმს ჩავატარებთ ევროკავშირში წევრობაზე ოფიციალური განაცხადის შეტანის, შესაბამისი პასუხის მიღებისა და [ევროკავშირში ინტეგრაციის] საგზაო რუკის შემუშავების შემდეგ“, - განაცხადა ფაშინიანმა.
- სომხეთში ივნისში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 7 ივლისს ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა;
- ფაშინიანმა მოსკოვს მოუწოდა, მიიღოს ზომები რუსეთის მიერ სომხეთის პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების თაობაზე;
- თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ პუტინმა „აქცენტი დასვა სომხეთში საყოველთაო რეფერენდუმის, რაც შეიძლება მოკლე დროში ჩატარების აუცილებლობაზე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე ან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დარჩენაზე“.
ასევე ნახეთ
პუტინი სომხეთს მოუწოდებს, რეფერენდუმი ჩაატაროს ევროკავშირში გაწევრიანებაზეერევნის პოზიციაა, რომ მსგავსი რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანა ოფიციალურ განაცხადს შეიტანს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს ხანგრძლივი, მრავალწლიანი პროცედურაა.
დღესვე ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის მოხარული იქნება, თუკი სომხეთს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გააძევებენ.
ასევე ნახეთ
ფაშინიანმა უარით გაისტუმრა პუტინის ინიციატივა სომხეთში რეფერენდუმზე და ტერმინი „განქორწინება“ დაიწუნა24 აგვისტოს პარლამენტში ფაშინიანმა თქვა, რომ ქვეყანა „მალე“ დაიწყეს ამ პროცედურას, თუმცა კონკრეტული თარიღები არ დაუსახელებია.
- სომხეთის მთავრობამ 2026 წლის 20 აგვისტოს გამოაქვეყნა 2026-31 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ეფუძნება „ნამდვილი სომხეთის“ (სომხეთი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ყარაბაღის გარეშე) კონცეფციას და რომლის მიზანია „სომხეთის მეოთხე რესპუბლიკის შექმნა“.
- 24 აგვისტოს პარლამენტი სწორედ ამ პროგრამას განიხილავს და მის დამტკიცებას უყრის კენჭს.
ასევე ნახეთ
„ერევნის კიევთან ფლირტით“ მოსკოვის გაღიზიანების ფონზე ზელენსკიმ და ფაშინიანმა ტელეფონით ისაუბრესპროგრამაში წერია, რომ სომხეთის მთავრობა გეგმავს რუსეთთან „ურთიერთსასარგებლო, მრავალსექტორული თანამშრომლობისკენ მიმართულ დიალოგს“, რომლის მიზანიც „საგარეო პოლიტიკის დაბალანსების ფარგლებში, ურთიერთობების გარდაქმნა, განვითარება და გაღრმავება“, ასევე „რეგიონში მშვიდობის დამყარება“ იქნება.
რუსეთთან ურთიერთობები აღარ არის განხილული სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოში - განსხვავებით სომხეთის ურთიერთობებისგან აშშ-სთან, ჩინეთთან, ევროკავშირთან, საფრანგეთთან, ინდოეთთან და საქართველოსთან.