სიმონიანმა, - რომელიც სომხეთის პარლამენტის ყოფილი სპიკერია და 13 აგვისტოს დაინიშნა ახალ თანამდებობაზე, - 25 აგვისტოს დამოუკიდებელ რუსულ ტელეარხ Дождь-თან ინტერვიუში განაცხადა:
„საზღვარზე არავინ არავის ჰკითხავს, რატომ ჩამოვიდნენ აქ. როგორც იცით, რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს შეუძლიათ სომხეთში უცხოური პასპორტის გარეშე ჩამოსვლა“.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“
ტელეწამყვანის, ეკატერინა კოტრიკაძის შეკითხვაზე, - მიიღებენ თუ არა რუსეთის მოქალაქეებს იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში უძრავი ქონების გაძვირებას მათ უკავშირებენ, - პასუხად ალენ სიმონიანმა ასევე განაცხადა:
„რუსებს მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვუთხრა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სომხეთში“. ჩვენ აქ ყველა გვიყვარს და პატივს ვცემთ. ისინი აქ იპოვიან ყველაფერს, რასაც სომხეთში ჩამოსვლისას ეძებდნენ. და რუსეთში დაბრუნდებიან, როცა მათთვის უპრიანი იქნება“.
ასევე ნახეთ
სომხეთის პარლამენტის ყოფილი სპიკერი უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დაინიშნაროგორია სტატისტიკა
როგორც რადიო თავისუფლების ცენტრალური და სომხური სამსახური წერენ, სომხეთის ოფიციალური სტატისტიკა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის ზრდას აჩვენებს.
- რუსეთმა მობილიზაცია 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა.
- 2023 წლის პირველ ექვს თვეში სომხეთში ტურისტული ვიზით 500 000-ზე მეტი რუსი ჩავიდა.
- ყოველ წელს ეს რიცხვი მცირდებოდა და 2025 წელს დაახლოებით 340 000 შეადგინა.
თუმცა წელს, იანვრიდან ივნისამდე, ეს რიცხვი კვლავ გაიზარდა - დაახლოებით 417 000 ადამიანამდე.
ასევე ნახეთ
ერთ დღეში 20 ათასი მგზავრი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე? - რატომ არ ემთხვევა ქვეყნების მონაცემები ერთმანეთს2022 წლიდან სომხეთის მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მიზეზი, როგორც საქართველოს შემთხვევაში, სწორედ რუსეთის მოქალაქეების ემიგრაციაა.
ამავდროულად, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნადაა დაძაბული.
ასევე ნახეთ
ფაშინიანი „კონსენსუსზე თანახმაა“ - მოსკოვი მაინც უარზეა, დათმოს სომხეთის რკინიგზა2026 წლის ზაფხულში უფლებადამცველი ორგანიზაციები (მაგალითად, Ковчег-ი) და სოციოლოგები რუსეთიდან ემიგრაციის ინტერესის მკვეთრ ზრდასა და ახალ ტალღაზე საუბრობენ.
გამოცემა The Moscow Times-ის თანახმად, ქვეყნის დატოვებასთან და უვიზო მიმართულებებთან დაკავშირებული ინფორმაციის ძიების მოთხოვნები 2022 წლის შემოდგომის მობილიზაციის მაჩვენებლებს გაუტოლდა.
ასევე ნახეთ
რუსები უარესის მოლოდინში - ქვეყნიდან ხალხი და ფული გაედინებაიქნება ისევ მობილიზაცია?
ბოლო თვეების განმავლობაში მედიაში ვრცელდება ცნობები რუსეთში შესაძლო მობილიზაციის ხელახლა გამოცხადების შესახებ.
24 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განაცხადა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, წელს მობილიზაციის შედეგად დამატებით 300 000 ადამიანს გაგზავნის ბრძოლის ველზე.
ამას, მისი თქმით, განაპირობებს უკრაინის დონბასის რეგიონში ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, სადაც საბრძოლო მოქმედებების ძირითადი ნაწილი მიმდინარეობს.
- 2026 წლის 25 აგვისტოს კრემლმა ახალი მობილიზაციის შესახებ ინფორმაციას „საინფორმაციო სიყალბე“ უწოდა.
- თუმცა 2022 წლის სექტემბერში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებამდე, რუსეთის ხელისუფლება უარყოფდა ამ სამზადისის შესახებ გავრცელებულ ცნობებსა და მოლოდინებს.