ამის შესახებ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას (RFE/RL) განუცხადეს ვიზიტის შესახებ ინფორმირებულმა წყაროებმა.
რეტკლიფის 25 აგვისტოს ვიზიტი - მისი პირველი საჯაროდ ცნობილი ვიზიტი რუსეთში CIA-ს დირექტორის რანგში - დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში შედგა ბალტიის ქვეყნებში რუსეთის აგრესიის გამო მზარდი შეშფოთების ფონზე.
ბალტიელმა დიპლომატმა, რომელიც RFE/RL-ს ანონიმურობის პირობით ესაუბრა, განაცხადა, რომ ოფიციალური პირები რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის შესახებ „წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული“.
რუსეთმა ვიზიტი დაადასტურა. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ CIA-ს დირექტორთან „სამუშაო დონის შეხვედრა“ გამართა. მას დამატებითი დეტალები არ გაუმხელია და მხოლოდ აღნიშნა, რომ მხარეებმა გარკვეული მგრძნობიარე საკითხები განიხილეს.
ასევე ნახეთ
ტრამპმა რუტინული უწოდა CIA-ის დირექტორის ვიზიტს მოსკოვშიკრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 27 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ამჟამად ბევრი ასეთი საშიში ამბავი ქვეყნდება... მათ რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ“.
ბალტიის ქვეყნების შიში
ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ლიდერები - სამივე ქვეყანა ნატოს წევრია - დიდი ხანია, იძლევიან გაფრთხილებას რუსეთის აგრესიის შესახებ.
RFE/RL-მა 26 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია ევროკომისიის პრეზიდენტის ურზულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილზე, რომელსაც ხელს აწერს ბალტიის სამი კომისარი - კაია კალასი, ანდრიუს კუბილიუსი და ვალდის დომბროვსკისი. წერილში საუბარია ბალტიისპირეთის რეგიონში „უსაფრთხოების გარემოს გაუარესებასა“ და რუსეთის მიერ „საჰაერო სივრცის დარღვევებისა და დრონების შეჭრის“ გახშირებაზე.
წერილს ხელს აწერდნენ ასევე პოლონელი და ფინელი ევროკომისრები.
ასევე ნახეთ
როგორ ემზადებიან ბალტიის ქვეყნები რუსეთის შესაძლო აგრესიის მოსაგერიებლადბალტიელმა დიპლომატებმა, რომლებიც RFE/RL-ს ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ, განაცხადეს, რომ ზაფხულის განმავლობაში რუსეთთან დაკავშირებული "ცრუ დროშის" ოპერაციების შესახებ დამატებითი სადაზვერვო ინფორმაცია არსებობდა, თუმცა მოახლოებული კონვენციური თავდასხმის ნიშნები არ გამოვლენილა.
ბოლო წლებში რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდულ კამპანიას აწარმოებს, რომელიც მოიცავს საჰაერო სივრცის შემოწმებასა და პროვოცირებას, რადიოელექტრონულ ომს, საბოტაჟსა და კიბეროპერაციებს.
2024 წლის სექტემბერში ლატვიაში ჩამოვარდა სრულად აღჭურვილი „შაჰედის“ ტიპის რუსული დრონი. რიგამ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა, თუმცა მან უარყო, რომ დრონი რუსეთს ეკუთვნოდა.
ასევე ნახეთ
კითხვები და ვარაუდები CIA-ს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის დღის წესრიგსა და მიზანზემოგვიანებით, იმავე წელს დაზიანდა ფინეთსა და ესტონეთს შორის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი კაბელი Estlink 2, ოთხ სატელეკომუნიკაციო კაბელთან ერთად. ფინეთის ხელისუფლებას ეჭვობდა, რომ დაზიანება კუკის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა „Eagle S“-მა გამოიწვია - სავარაუდოდ, რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტში“ შემავალმა გემმა, რომელმაც ღუზა ფსკერზე ათრია.
2025 წლის სექტემბერში სამმა რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა დაახლოებით 12 წუთით ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინციდენტი ვაინდლოს კუნძულის მიმდებარედ მოხდა. თვითმფრინავებს ფრენისას ტრანსპონდერები გამორთული ჰქონდათ.
ტალინმა საჰაერო სივრცის დარღვევა განზრახ ქმედებად შეაფასა და ასევე მიუთითა წარსულში მომხდარ მსგავს დარღვევებზე. ესტონეთმა ნატოს მე-4 მუხლი აამოქმედა, რომელიც სიმძიმით მე-5 მუხლს ჩამოუვარდება, თუმცა ალიანსის წევრი ქვეყნების სავალდებულო კონსულტაციებს ითვალისწინებს.
მსგავსი ინციდენტი 2025 წლის ოქტომბერშიც მოხდა, როდესაც რუსეთის მოიერიშე თვითმფრინავი და საჰაერო საწვავით მომმარაგებელი თვითმფრინავი მცირე ხნით ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეფრინდნენ, რის გამოც ნატოს საბრძოლო თვითმფრინავები აფრინდნენ.
2026 წელს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების გასანადგურებლად უკრაინული დრონები რეგულარულად არღვევდნენ ლატვიის საჰაერო სივრცეს. ლატვიის სამხედრო უწყების განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ რუსეთი დრონების მიმართულების შესაცვლელად რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს იყენებს.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა RFE/RL-ს დაუდასტურეს, რომ ვაშინგტონი მომავალ კვირას მოკავშირეებს რეტკლიფის ვიზიტის დეტალების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. CIA-ს ხელმძღვანელი 26 აგვისტოს თეთრი სახლის დასავლეთ ფრთიდან გამოსვლისას პენტაგონის ხელმძღვანელ პიტ ჰეგსეტთან და გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე, გენერალ დენ კეინთან ერთად შენიშნეს.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში ელბრიჯ კოლბი 29 აგვისტოს ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს, ალიანსის ბრიუსელის შტაბ-ბინაში შეხვდება. ამის შემდეგ კოლბი მოკავშირე ქვეყნების ელჩებთან ერთად ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.