აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა რამდენიმე წლის წინ მიიღო, თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მისმა ახლობლებმა დაუდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

რადიო თავისუფლებას რამდენიმე წყარომ უთხრა, რომ ბუავა თბილისში, თავის საცხოვრებელ ბინაში გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, გუშინ, 27 აგვისტოს იპოვეს.

  • აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა 2022 წლის 19 მაისს „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბრალი წაუყენა დაურ ბუავას, რომელიც 2021 წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა და უკან არ დაბრუნდა;
  • ბრალის წაყენებას წინ უსწრებდა ქართულ-აფხაზური მეგობრობის თემაზე ვიდეოების გავრცელება - დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების სამსახურმა მიიჩნია, რომ ტიკ-ტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოები, სადაც ბუავა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობდა, „ემსახურება საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ მიზნებს“;
  • ბუავამ საქართველოს მოქალაქეობა 2022 წლის დეკემბერში გამარტივებული წესით მიიღო.

ასევე ნახეთ

აფხაზმა ბლოგერმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო