დედაქალაქის ცენტრში, ბარათაშვილის პარკში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ის რუსეთის მოქალაქეა.
ტელეკომპანია „ფორმულა“ ადგილობრივებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მკვლელობა 28 აგვისტოს, დილის საათებში მოხდა. კაცი გულ-მკერდის არეში დანით დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბარათაშვილის პარკში მუშაობენ.
უწყება საქმეს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით. ამ დანაშაულისთვის 10-დან 15 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
განახლება: პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.