პესკოვმა კვლავ მოითხოვა, სომხეთმა ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების ან რუსეთის ლიდერობით მოქმედ სავაჭრო ბლოკში წევრობის შენარჩუნების თაობაზე.
„ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთი არ არის [სომხეთის] სტრატეგიული პარტნიორი“, - თქვა პესკოვმა ბრიფინგზე.
„ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ ჩვენი ორი ქვეყნის პარტნიორობა არის ის, რაც ორივე ხალხის ინტერესებს შეესაბამება და მათი ურთიერთსასარგებლოდან გამომდინარეობს“, - განაცხადა მან.
„თუ ბატონი ფაშინიანი სხვაგვარად ფიქრობს და თუ მას შეუძლია ამის ახსნა სომხებისთვის, მაშინ სომხები შესაბამისად მისცემენ ხმას რეფერენდუმში, - თუკი რეფერენდუმი ჩატარდება. და ეს არის ის, რაც სომხეთს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ლიდერებმა ურჩიეს“, - განაცხადა პესკოვმა.
ასევე ნახეთ
„გაწონასწორებული საგარეო პოლიტიკა“ - სომხეთის მთავრობამ 2026-31 წლების სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა„სტრატეგიულ პარტნიორზე მეტი“
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა კი განაცხადა, რომ „რუსეთი, ფაქტობრივად, სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით სტრატეგიულ პარტნიორზე მეტია“.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმებები, რომლებიც მოკავშირეებად გვაქცევს. თუმცა შეუძლებელია იმის დამალვა, რომ ბოლო დროს სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში გარკვეული პრობლემები წარმოიშვა“, - თქვა მან.
მირზოიანმა დასძინა: „ჩვენი რუსი პარტნიორები მეტი პატივისცემით უნდა მოეკიდონ ჩვენს უფლებას, მივიღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. მათ უმიზეზოდ დაბლოკეს ჩვენი საქონლის იმპორტი რუსეთის ბაზარზე. ჩვენ ვართ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი, გვაქვს ყველა უფლება და ვალდებულება. სომხეთმა უნაკლოდ შეასრულა თავისი ვალდებულებები“.
ასევე ნახეთ
„ერევნის კიევთან ფლირტით“ მოსკოვის გაღიზიანების ფონზე ზელენსკიმ და ფაშინიანმა ტელეფონით ისაუბრესპუტინის მილოცვა ქოჩარიანს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის წინა დღეს, 31 აგვისტოს დაბადების დღის მილოცვა და „სულიერი სიმტკიცე და გამძლეობა“ უსურვა სომხეთის ექსპრეზიდენტს, დაპატიმრებულ ოპოზიციონერ რობერტ ქოჩარიანს.
„რუსეთს არ დავიწყებია თქვენი პირადი წვლილი ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული და მოკავშირე კავშირების განვითარებაში“, - ნათქვამია პუტინის მილოცვაში ქოჩარიანისადმი, რომელიც 31 აგვისტოს 72 წლის გახდა.
„გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს და გამძლეობას იმ გამოწვევების წინაშე, რომელთა წინაშეც ამჟამად თქვენ და თქვენი ოჯახი დგახართ“, - დასძინა პუტინმა.
- 27 აგვისტოს, დილით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს სომხეთის მეორე პრეზიდენტს - რობერტ ქოჩარიანს.
- რობერტ ქოჩარიანი 25 აგვისტოს დააკავეს, უფროს ვაჟთან და მათთან დაკავშირებულ ადამიანებთან ერთად.
- ბოლო წლის განმავლობაში, სომხეთში დააკავეს პრორუსული პოლიტიკური ძალების არაერთი ლიდერი, წევრი თუ მხარდამჭერი - ათეულობით ადამიანი კვლავ პატიმრობაში რჩება.
ასევე ნახეთ
დაკავებული პრორუსი პოლიტიკოსები და მძიმე ბრალდებები - მოსკოვი სომხეთს ისევ ემუქრებაფაშინიანი-პუტინის შეხვედრა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის კულუარებშია დაგეგმილი.
ეს იქნება მათი პირველი შეხვედრა სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.