გერმანია აცხადებს, რომ ლაიფციგის აეროპორტზე დრონით თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთია

პოლიციელი დრონის ნამსხვრევებს იკვლევს ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტზე დრონით თავდასხმის შემდეგ. 5 აგვისტო. 2026 წელი

გერმანიის მთავრობამ 1 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი შეფასებით, რუსეთია პასუხისმგებელი ამ თვეში ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტზე განხორციელებული დრონით თავდასხმის მცდელობაზე და საპასუხო ზომებიც მიიღო, მათ შორისაა ბერლინში რუსული კულტურის ცენტრის დახურვა.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გერმანია რუსეთის მხრიდან შემდგომი ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნეა“, — განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ დობრინდტმა მედიით გავრცელებულ განცხადებაში.

Reuters-ის სააგენტო, „ინტერფაქსის“ ცნობაზე დაყრდნობით, ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ მარია ზახაროვას სიტყვებს, რომ რუსეთი უპასუხებს გერმანიის „ანტირუსულ ქმედებებს.“

ეს მან თქვა მას შემდეგ, რაც ბერლინმა განაცხადა, რომ გასულ თვეში ლაიფციგის/ჰალეს აეროპორტზე დრონით თავდასხმის მცდელობაზე პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს.

უფრო ადრე, გერმანიამ საპასუხოდ მიიღო ზომების სერია და ბერლინში რუსული კულტურის ცენტრის გარდა დახურა ბონში რუსეთის კონსულის ოფისი.

ასევე ნახეთ

მედია: გერმანია რუსეთს ლაიფციგის აეროპორტში დივერსიის მცდელობაში დასდებს ბრალს