აშშ-ის სამხედროების თანახმად, „დარტყმები მოჰყვა IRGC-ის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმის მცდელობებს ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ნაოსნობაზე და რეგიონში დისლოცირებულ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზე.“
ეს ინფორმაცია აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობამ (CENTCOM) გაავრცელა X-ის მეშვეობით.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი ამ სრულად გამართლებული თავდასხმის გამო შურს იძიებს, მათ კიდევ უფრო ძლიერ და მაღალ დონეზე დავარტყამთ.
TASNIM-ის სააგენტო ირანელ მაღალი რანგის სამხედრო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანი აშშ-ის თავდასხმებს „რამდენჯერმე უფრო დიდი“ დარტყმით უპასუხებს. მისი თქმით, ირანის სამიზნე რეგიონში არსებული აშშ-ის ბაზები და ობიექტები იქნება.
აშშ-ის სამხედრო უწყებას უშუალოდ არ გაუვრცელებია დეტალები იმ სამიზნეების ან ოპერაციის მასშტაბების შესახებ, რომლებზეც იერიში მიიტანეს.
CENTCOM-ის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ირანულმა მედიამ გავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა საპორტო ქალაქებში — ბანდარ-აბასსა და სირიქში, ასევე კუნძულ ყეშმზე.
აშშ ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებულ ირანულ სამიზნეებზე თავდასხმების შესახებ იტყობინება ასევე AXIOS-ის რეპორტიორი.
ერთი დღით ადრე აშშ-მა ირანის კუნძულ ლარაქს დაარტყა, სადაც მდებარეობს ასევე რაკეტის გამშვები დანადგარები, რასაც ირანმა საპასუხო იერიშით უპასუხა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე რეგიონში.