რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 28 სექტემბერს ხელმოწერილი ბრძანებით, დაუშვებელია მსგავსი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება მედიასაშუალებებით და ინტერნეტით.
აკრძალვა არ ეხება მხოლოდ ანგარიშებს, რომლებსაც საჯაროდ გამოაქვეყნებენ თავად კომპანიები.
ოფიციალური მიზეზი
პუტინის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში შეზღუდვის მიზეზად დასახელებულია „გადაუდებელი ზომების მიღების საჭიროება ამერიკის შეერთებული შტატებისა და მას მიმხრობილი უცხოური სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არამეგობრული და საერთაშორისო სამართალთან წინააღმდეგობაში მყოფი მოქმედებების პასუხად“.
დოკუმენტიდან გაურკვეველია, კონკრეტულად რომელ მოქმედებებს სჭირდება „გადაუდებელი ზომების მიღება".
ასევე ნახეთ
ტრამპი: რუსეთმა დაკარგა კონტროლი თავის დიზელის მრეწველობაზე- უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წლის დასაწყისიდან კიდევ უფრო ინტენსიური გახადეს შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე, რამაც პრობლემები შეუქმნა ექსპორტს და საწვავის დეფიციტი შექმნა თავად რუსეთში.
- სექტემბრის დასაწყისში რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის შიდა ბაზარი სრულადაა უზრუნველყოფილი დიზელით და საავიაციო საწვავით, თუმცა არის საავტომობილო ბენზინის გარკვეული დეფიციტი.
სექტემბრის შუა რიცხვებში სააგენტო Reuters-მა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოზე დაყრდნობით დაწერა, რომ 2026 წლის პირველ რვა თვეში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შედეგიანი შეტევები იყო საშუალოდ სამ დღეში ერთხელ.
ივნისში ნავთობის გადამუშავება დაახლოებით 30%-ით შემცირდა წინა 2025 წლის ივნისთან შედარებით და 2004 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია. ბენზინის წარმოება დაახლოებით მეხუთედით შემცირდა.