„ვაიმარის სამკუთხედი“: ელჩებმა საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი განიხილეს

ფრანგი, გერმანელი და პოლონელი დიპლომატები საქართველოში „ერთობლივი ქმედების პერსპექტივებს“ განიხილავენ

საქართველოში გერმანიის საელჩოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების ელჩებმა საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი განიხილეს.

საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებმა საქართველოში, ოლივიე კურტომ და ბარბარა ფოსი, ასევე, პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა არტურ გებალმა 1 ოქტომბერს გამართეს შეხვედრა თბილისში.

ეს შეხვედრა გაიმართა „ვაიმარის სამკუთხედის დაარსებიდან 35 წლის აღსანიშნავად“ და დიპლომატებმა განიხილეს „ამ თანამშრომლობის მომავალი და საქართველოში ერთობლივი ქმედების პერსპექტივები“.

„ამ თარიღთან დაკავშირებით, პოლონეთის რეზიდენციაში გამართულ სამუშაო სადილზე გაგრძელდა აზრთა გაცვლა ევროპისა და თანამშრომლობის საკითხებზე რეგიონული გამოწვევების კონტექსტში“, - წერს გერმანიის საელჩო.

„შექმნიდან 35 წლის შემდეგაც, ვაიმარის სამკუთხედი კვლავ რჩება საფრანგეთს, გერმანიასა და პოლონეთს შორის დიალოგისა და კოორდინაციის მთავარ პლატფორმად“, - წერია განცხადებაში.

სამივე სახელმწიფოს დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობები აქვს საქართველოსთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მომდევნო პერიოდში საპროტესტო დემონსტრაციების ჩახშობის შემდეგ.

ასევე ნახეთ

ბოჭორიშვილს ბერლინთან ურთიერთობებში ახალი ელჩის პოზიტიური წვლილის იმედი აქვს

2026 წლის აპრილში თბილისში შეხვედრები გამართეს ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმად - შეხვდნენ ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ასევე ნახეთ

თბილისში შეხვედრებს მართავს "ვაიმარის სამკუთხედის" ქვეყნების დელეგაცია