გიორგი ფუტკარაძე ტელეკომპანია „იმედში“ გადაცემა „იმედი LIVE-ის“ თანაწამყვანია. ამ გადაცემაში მაყურებელი ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“, მასთან დაკავშირებული ოპოზიციური პარტიებისა და ექსპერტების პოზიციებს ისმენს.
ფუტკარაძე „მედიააკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან 2026 წლის 1 ოქტომბრიდან, ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვამდე სამი თვით ადრე, გაათავისუფლეს.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ ფუტკარაძე „მედიააკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 10 თებერვალს ერთი თვით დანიშნა. შემდეგ მას ვადა ჯერ 31 აგვისტოს ჩათვლით, ბოლოს კი კიდევ ოთხი თვით, 2026 წლის ბოლომდე გაუგრძელა.
ასევე ნახეთ
COMCOM-ის მედიააკადემიის დროებით ხელმძღვანელად „იმედის“ წამყვანი გიორგი ფუტკარაძე ინიშნება1 ოქტომბრიდან „მედიააკადემიის“ აღმასრულებელ დირექტორად გოგა გულორდავამ ბონდო გასვიანი დანიშნა.
გოგა გულორდავას ბრძანება
ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ კითხვებზე „მედიაჩეკერს“ კომისიიდან წერილობით უპასუხეს: „განხორციელდა ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებები, გიორგი ფუტკარაძე ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით ასრულებდა. დღეიდან ხელმძღვანელის პოზიციას ბონდო გასვიანი იკავებს. გიორგი ფუტკარაძე რჩება „მედიააკადემიის“ „მედიასკოლის“ მიმართულების ხელმძღვანელად. კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას შესაბამისი ჯგუფის უფროსი შეასრულებს“.
ბონდო გასვიანი 2025 წლიდან კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციის უფროსია. მანამდე, 2020-2025 წლებში, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად მუშაობდა. სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“. 2021 წელს გასვიანი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატიც იყო. ის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორია და რამდენიმე უნივერსიტეტში ეწევა აკადემიურ საქმიანობას.
„მედიააკადემიას“ 2021 წლის სექტემბრიდან 2026 წლის 10 თებერვლამდე შორენა შავერდაშვილი ხელმძღვანელობდა. ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გოგა გულორდავამ ComCom-ის თავმჯდომარედ არჩევიდან მალევე გაათავისუფლა. გიორგი ფუტკარაძე მაშინაც „მედიასკოლას“ ხელმძღვანელობდა. „მედიასკოლა“ „მედია აკადემიის“ ერთ-ერთი მიმართულებაა.
ასევე ნახეთ
შორენა შავერდაშვილი COMCOM-ის მედიააკადემიიდან გაათავისუფლესკომუნიკაციების კომისიამ „საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნების მისაღწევად“ ააიპ-ი „მედიააკადემია“ 2018 წელს დააფუძნა. კომისიას „მედიააკადემიის“ დასაფინანსებლად წლევანდელ ბიუჯეტში 3 853 205 ლარი აქვს გათვალისწინებული.