გიორგი ფუტკარაძე ტელეკომპანია „იმედში“ გადაცემა იმედიLIVE-ის თანაწამყვანია. ამ გადაცემაში მაყურებელი ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“, მასთან დაკავშირებული ოპოზიციური პარტიებისა და ექსპერტების პოზიციებს ისმენს.
- იმავე დღეს გოგა გულორდავამ გამოსცა კიდევ ერთ ბრძანება, რომლითაც თანამდებობიდან გაათავისუფლეს „მედიააკადემიის“ მოქმედი ხელმძღვანელი შორენა შავერდაშვილი.
- ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ მასთან 6 თებერვალს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, „შეთანხმებით გათვალისწინებულ კომპენსაციას“ მიიღებს. თანხის მოცულობა დაკონკრეტებული არ არის.
კომუნიკაციების კომისიის "მედიააკადემიაში" მიმდინარე საკადრო ცვლილებების შესახებ რადიო თავისუფლებამ მასალა გუშინ, 11 თებერვალს, მოამზადა.
კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ „ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებაა, არაფერი განსაკუთრებული. მარტო შორენა შავერდაშვილს კი არა, შეიძლება სხვა ბევრ ადამიანს შეეხო. ბუნებრივი პროცესია, ვერც თქვენ და ვერც მე ვიქნები მუდმივად ერთსა და იმავე თანამდებობაზე... შეიძლება გადაადგილებებიც მოხდეს“.
„მედიააკადემია“ 2018 წელს დაარსდა. პირველ ეტაპზე მისი ხელმძღვანელი იყო რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ყოფილი უფროსი დავით კაკაბაძე. ის 2021 წლის 1 სექტემბრიდან შორენა შავერდაშვილმა შეცვალა.
ორგანიზაცია კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტიდან ფინანსდება. საჯაროდ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წელს მისი ხარჯი 2 330 482 ლარი იყო.
„მედიის განვითარების ფონდი“ 2024 წელს დააკვირდა „მედიააკადემიის“ ერთ-ერთი პროექტის - „მედიაკრიტიკის“ - მუშაობას და აღმოაჩინა, რომ „2023 წლის მარტიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში ყველაზე დიდ დროს კვლავ იმ მედია საშუალებების კრიტიკას უთმობდა, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ სარედაქციო პოზიციას ატარებენ“.
ფორუმი