მათ ასევე მოითხოვეს ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომა და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება.
გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე აცხადებს, რომ ბადრაგები, რომლებიც, მისივე თქმით, პატიმრებზე ძალადობენ, უნდა დაისაჯონ.
ირმა დავითაძის თქმით, კადრები, რომლებიც პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა, მომხდარს სრულად არ ასახავს.
„2-3 წამიანი კადრი აჩვენეს... იქაც, ვისაც უნდა დაინახოს - რა ხდება, მშვენივრად დაინახავს. ეს 10 ჯალათი შემოეხვია წაქცეულ, საწოლზე გადაყუდებულ გიორგის, გადაუგრიხეს ყველაფერი. ჩანს ხელების მოძრაობებიც, რაც ჩაიდინეს, დანარჩენმა ჯალათებმა კედელი აღუმართეს, რომ ეს კარგად ხილვადი არ ყოფილიყო. მაგის გარდა 5 ფაილია... გაასაჯაროონ კადრები ხმოვანი სახით“,- განაცხადა ირმა დავითაძემ.
გიორგი დავითაძის მხარდასაჭერად რუსთავის ციხესთან მივიდნენ უფლებადამცველები და პროევროპულ აქციაზე დაკავებული პატიმრების მშობლებიც.
ასევე ნახეთ
8 შეკითხვა: არასამთავრობოები ითხოვენ, კარგად გამოიძიონ პატიმრის განცხადება სექსუალურ ძალადობაზე36 წლის გიორგი დავითაძემ სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. ის ამბობს, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა და დამამცირებლად მოექცა.
„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, - თქვა პატიმარმა.
დავითაძე ასევე ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ სუიციდის მცდელობა ჰქონდა. ის შიმშილობის დაწყებას აპირებს, თუ მის მიერ დასახელებული თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც, უწყების განცხადებით, პატიმარ გიორგი დავითაძის მონაწილეობით 2025 წლის 21 დეკემბერს №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. ვიდეოს ხმა არ ახლავს.
კადრებში პენიტენციური სამსახურის 10-მდე თანამშრომელი და პატიმარი ჩანან. ერთ-ერთ თანამშრომელს ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანები უკეთია.
ასევე ნახეთ
რა მოხდა დეესკალაციის ოთახში? პენიტენციური ვიდეოს ავრცელებსკადრების მიხედვით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები პატიმარს ჩხრეკენ, მათ შორის ელექტროდეტექტორის მეშვეობით. რამდენიმე მათგანი დავითაძეს ხელებს ზურგს უკან უკავებს. საწოლზე გადაწვენილ, ზურგზე ხელებდაწყობილ პატიმარს თანამშრომლები ძალის გამოყენებით ამოწმებენ.
გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია 21 სექტემბერსაც გამართეს. ოჯახი ამტკიცებს, რომ დავითაძეზე №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა იძალადეს და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს.
გიორგი დავითაძე თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის, ავთანდილ დავითაძის შვილია. ავთანდილ დავითაძე 2014 წელს საკრებულოში კოალიცია „ქართული ოცნების“ სიით შევიდა და ფრაქცია „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის“ წევრი იყო.
ოჯახის თქმით, გამოძიებას ამოღებული აქვს შესაბამისი ვიდეოჩანაწერები და გამოკითხული არიან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები, თუმცა სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი მათგანის მიმართ არ დაწყებულა.
დავითაძის დედა ირმა დავითაძე №6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორისა და რამდენიმე თანამშრომლის პასუხისმგებლობასაც ითხოვს.
ასევე ნახეთ
„ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ“ - ომბუდსმენი სექსუალური ძალადობის შესახებ პატიმრის განცხადებაზეასევე ნახეთ
პატიმარი სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური „კატეგორიულად უარყოფს“3 ოქტომბერს, გიორგი დავითაძის ამბავს რუსთავის ქალთა ციხიდან გამოეხმაურა პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია:
"სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს! ჩემი დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, იზოლატორშიც და ციხეშიც, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი. გარდა ამისა, ამაზე მოწმობს, რომ: 1. სპეციალურად ეფარებიან კამერას. 2. წინასწარ მოემზადნენ ხელთათმანით და ექიმით. 3. ფორმალურად იქნევენ დეტექტორს. 5. პირველად არ აკეთებენ!
დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, დამნერგავებიც, დავალების გამცემებიც, "გამპრავებლებიც" და მთლიანად სისტემა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით. პასუხისმგებლობა როგორც მათ, ისე საკუთარ თავსაც უნდა დავაკისროთ", - წერს ელენე ხოშტარია.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად" - მმართველი პარტიის დეპუტატის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ეს ფაქტი "არ დასტურდება არც სახალხო დამცველის და არც შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან".