მანამდე დავითაძის დედამ, ირმა დავითაძემ განაცხადა, რომ „პატიმრებმა რომ გაიგეს რაც ხდება, „შუმოკი“ ატეხეს და ამის გამო ყველა გადაიყვანეს დეესკალაციის ოთახში“. დედის თანახმად, დავითაძემ შიმშილობა დაიწყო საკნებში მათი დაბრუნების მოთხოვნით.
ომბუდსმენის აპარატის მიერ 5 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, შაბათ-კვირას, 3–4 ოქტომბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში.
ასევე ნახეთ
პატიმარი სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური „კატეგორიულად უარყოფს“- მათ მოინახულეს მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და კიდევ სამი პატიმარი, რომლებიც დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ.
- 4 ოქტომბერს გიორგი დავითაძემ გადაყლაპა რამდენიმე გაურკვეველი მცირე ზომის საგანი.
- სახალხო დამცველის რწმუნებულთან საუბრისას დავითაძემ თქვა, რომ თავს კარგად გრძნობდა.
- მან უარი თქვა კლინიკაში გადაყვანაზე, - მისი განმარტებითვე, კლინიკაში გადაყვანაზე უარი პროტესტის ფორმაა.
- დავითაძე აცხადებს, რომ კლინიკაში არ გადავა, სანამ მის მხარდასაჭერად დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებენ.
ასევე ნახეთ
რა მოხდა დეესკალაციის ოთახში? პენიტენციური ვიდეოს ავრცელებსსხვა პატიმრებიც ჩივიან პირობებზე
სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, ომბუდსმენის წარმომადგენლები შეხვდნენ ამ სამ პატიმარსაც.
ისინი დავითაძეს მხარდაჭერას უცხადებენ.
„მათ პროტესტის მიზეზებსა და დაწესებულებაში არსებულ პირობებზე ისაუბრეს“, - წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ დავითაძის „უფლებების დაცვის საკითხის მონიტორინგს“ გააგრძელებს.