ბოლო სამი დარღვევა 27 სექტემბერს ჩატარებული ინსპექტირების დროს დაფიქსირდა. მერიამ სამივე სარეაბილიტაციო მონაკვეთი შეამოწმა და სამივე შემთხვევაში დაადგინა, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ იყო ორგანიზებული.
ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე კომპანიას 1 583 ლარის, სავაჭრო ცენტრ „მერნიდან“ ბესიკის ქუჩამდე მონაკვეთზე 1 155 ლარის, ხოლო ჭოველიძის ქუჩიდან „მერნამდე“ მონაკვეთზე 1 305 ლარის ჯარიმა დაეკისრა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, სამი ხელშეკრულების ფარგლებში „სმარტ სოლუშენსი“ ამ დრომდე სულ 11-ჯერ, ჯამში, 15 542,96 ლარით დააჯარიმეს. ყველა შემთხვევაში დარღვევა ერთი და იგივე იყო. ჯარიმა ყოველ ჯერზე შესაბამისი ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ს შეადგენდა.
რუსთაველის გამზირის ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე კომპანია ექვსჯერ, თითოეულ შემთხვევაში 1 583 ლარით დაჯარიმდა.
ასევე ნახეთ
თბილისობა - როგორ დაიწყო...სავაჭრო ცენტრ „მერნიდან“ ბესიკის ქუჩამდე მონაკვეთზე კომპანია ორჯერ, თითოეულ შემთხვევაში 1 155 ლარით დაჯარიმდა.
ჭოველიძის ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ „მერნამდე“ მონაკვეთზე კომპანია სამჯერ დაჯარიმდა: ორჯერ 1 213 ლარით, ერთხელ კი 1 305 ლარით.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოები სამ ტენდერადაა დაყოფილი. ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 981 840 ლარია, სავაჭრო ცენტრ „მერნიდან“ ბესიკის ქუჩამდე მონაკვეთის - 5 842 569 ლარი, ხოლო ჭოველიძის ქუჩიდან „მერნამდე“ მონაკვეთის - 6 130 241 ლარი. სამი ტენდერის სავარაუდო ღირებულება, ჯამში, 19 954 650 ლარს შეადგენს.
ასევე ნახეთ
როცა ქვაფენილს ასფალტი ცვლის: ვინ წყვეტს, როგორი იყოს თბილისი?რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. თბილისის მერიის განცხადებით, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის მოძრაობა გაიხსნა კოსტავას ქუჩის მონაკვეთზე, ჯავახიშვილის ქუჩამდე.