საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის ინფორმაციით, 6 ოქტომბერს შეტევა იყო ჯიზანის და ნაჯრანის აეროპორტებზე. დაიჭრა სამი ადამიანი. ჰუთების წინააღმდეგ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ინფორმაციით, 7 ოქტომბერს ჰუთებმა სცადეს შეტევა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადზეც. ბალისტიკური რაკეტა ერ-რიადის ჩრდილოეთით მოიგერიეს.
7 ოქტომბერს ჰუთებმა იერიში მიიტანეს იემენის ქალაქ ადენის აეროპორტზეც. ადგილობრივი სახელმწიფო მედიის ცნობით, ჰუთებმა აეროპორტს ორი ბალისტიკური რაკეტით და დრონებით შეუტიეს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა ადენიდან მუშაობს, რადგან დედაქალაქი სანა ჰუთების კონტროლქვეშაა.
ასევე ნახეთ
იემენის მთავრობამ ჰუთების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადაირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებს, წლებია აკონტროლებს იემენის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას მიუხედავად იმისა, რომ იემენის კანონიერი მთავრობის მხარდასაჭერად კონფლიქტში საერთაშორისო კოალიციაც ჩაერთო.
ჰუთები ხშირად ესხმიან თავს უცხოურ გემებს წითელ ზღვაში და ადენის სრუტეში.
2026 წლის სექტემბერში მეამბოხეებმა ახალი რაიონები დაიპყრეს, მათ შორის საერთაშორისო ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანი ბაბ-ელ-მანდების სრუტის რაიონში. ამას მოჰყვა იემენის სამთავრობო ძალების კონტრშეტევა საუდის არაბეთის მხარდაჭერით.
5 ოქტომბერს იემენის მთავრობამ განაცხადა, რომ ბაბ-ელ-მანდების სრუტის რაიონში კონტროლი დაიბრუნეს. ჰუთებმა ეს უარყვეს.