სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიში, სადაც 7 ოქტომბერს რუსეთის სარაკეტო შეტევამ მრავალბინიანი სახლი გაანადგურა.
რეგიონის პოლიციის ინფორმაციით, დღის პირველი საათის მონაცემებით, დაღუპულია 13 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.
დაშავებულია 50-მდე, მათ შორის 7 ბავშვი.
განახლება: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.
ასევე ნახეთ
ზელენსკი: პუტინს დაბადების დღეზე „აჩუქეს“ განადგურებული სახლი პრილუკიშიმშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის გამომწვევი შეტევის შემდეგ, 7 ოქტომბერს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ქალაქ პრილუკიში დაარტყეს რაკეტების მწარმოებელ საწარმო „პლასტმასს“.