შსს-ს ცნობით, საპოლიციო ღონისძიებები თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში ჩატარდა.
გამოძიების ვერსიით, დაკავებულები სხვადასხვა ობიექტის მენეჯერები და ადმინისტრატორები იყვნენ, რომლებიც გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალებს პროსტიტუციისთვის ფართებს უთმობდნენ.
უწყების განცხადებით, ობიექტების ადმინისტრატორები ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი მათ მიერ მიღებული ანაზღაურების დიდ ნაწილს თავად იღებდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტების შემოსავლის ძირითადი წყარო პროსტიტუციის ხელშეწყობით მიღებული თანხები იყო.
სამინისტრომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეომასალაც გამოაქვეყნა.
შსს-ს ცნობით, ობიექტებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა „უკანონო საქმიანობით მიღებული ფულიც“ ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.
ასევე ნახეთ
„მთავაზობდნენ, მეღიარებინა არარსებული დანაშაული“ - რას წერს მომღერალი მიშო სულუხია პოლიციაზე და რას პასუხობს შსს?უწყება პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების, დაკავებებისა და ობიექტების დალუქვის შესახებ.