სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 19 დაიჭრა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად.
ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ დონეცკის ოლქის პროკურატურამ და სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელეს.
8 ოქტომბერს დილით ავიაბომბებით დარტყმის ეპიცენტრში აღმოჩნდა ორი ავტობუსი. ორივე განადგურებულია.
განახლება: შუადღის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა განახლებული ინფორმაცია, რომ კრამატორსკში დაღუპულია 30 ადამიანი.
ასევე ნახეთ
კიევში ისევ მსხვერპლია რუსეთის შეტევის შედეგად, პრილუკიში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდაკრამატორსკი დონეცკის ოლქის იმ ნაწილშია, რომლის ოკუპირება რუსეთმა დღემდე ვერ შეძლო. ქალაქი რუსეთის ინტენსიური დარტყმების ქვეშაა.