ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მიერ 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში დადასტურებული გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ეს დასანქცირებულთა სიის ყველაზე მასშტაბური გაფართოებაა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
1600-მდე ფიზიკური და იურიდიული პირიდან ნახევარზე მეტს კავშირი აქვს რუსული ბალისტიკური რაკეტების წარმოებასთან.
ჩამონათვალი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.
ასევე ნახეთ
ევროკავშირმა სანქციები მოუხსნა პუტინთან დაახლოებულ ორ ოლიგარქსლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, 7 ოქტომბერს, სანქციების სიის გაფართოებაზე შეთანხმდნენ ევროკავშირში მისი წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლები.
ევროკავშირის სანქციები ნიშნავს აქტივების გაყინვას, ეკონომიკური ურთიერთობებისა და მომსახურების აკრძალვას. ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლაც.