„კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 12 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე.
მისი თქმით, თითოეულ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან კომპენსაცია, ექნება უფლება, სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი „საცხოვრისის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ“.
საუბარია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროზე.
ირაკლი კობახიძის განცხადებითვე, კომპენსაციები გაიცემა „განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად“.
ასევე ნახეთ
„ვითხოვთ, რაც გვეკუთვნის, ბინას" - დევნილების პროტესტი ზუგდიდში₾58 მლნ ბიუჯეტიდან
მისი ცნობით, პროგრამისთვის „წელს გამოიყოფა 58 მილიონი ლარი“:
„ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და ბიუჯეტი გაიზრდება“, - თქვა მან.
პარალელურად კი გაგრძელდება „სოფლად სახლის“ პროგრამა და კორპუსების მშენებლობა.
ასევე ნახეთ
30 წელი ბინის მოლოდინში - რატომ გვყავს დევნილები, რომლებსაც სახლი დღემდე არ აქვთპრემიერმა ასევე თქვა, რომ დევნილთა განსახლების პროგრამის ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით 10-ჯერაა გაზრდილი:
- „შედეგად, 45 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი საცხოვრისი“.
- „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში კი, კობახიძის თქმით, 2026 წელს 2000-მდე ოჯახმა შეძლო სახელმწიფოს მხარდაჭერით სოფლად სახლის შეძენა.
- „მიმდინარე მშენებლობების დასრულების შემდეგ, ახალი ბინები დამატებით 2 600 დევნილ ოჯახს გადაეცემა“, - თქვა მან.