6 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა დღეს ლუცკში (ვოლინის ოლქში) რუსეთის მიერ „შაჰედის“ დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ ლონდონში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს და ავრცელებს თავდასხმის შედეგების ამსახველ ვიდეოკადრებსაც.
აფეთქების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და მაღაზია.
“მეტი დარტყმა, მეტი ტერორი. ეს ხდება გასულ ღამეს ჩვენს ენერგოინფრასტრუქტურაზე მასირებული თავდასხმის შედეგად, აღდგენითი სამუშაოები ჯერაც მიმდინარეობს კიევში, კიევის ოლქსა და ხარკოვის ოლქში.
ახლა კი რუსები უშვებენ დრონების ახალ ტალღას. ეს არის განზრახ მუდმივი ზეწოლა ჩვენს ხალხზე. რუსეთი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა სურს მას სინამდვილეში. ეს არის ომის განზრახ გაგრძელება, ამერიკისა და ამერიკის პრეზიდენტის მოწოდებების საპირისპიროდ".
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ "საჭიროა მოსკოვის არა დარწმუნება, არამედ იძულება, რომ გაჩერდეს - ზეწოლის გაძლიერებით, სანქციებითა და უკრაინისთვის დახმარებით, რომელიც ამ თავდასხმებისგან ადამიანების დაცვის შესაძლებლობას გვაძლევს".
ასევე ნახეთ
ეუთოში ბრიტანეთის დელეგაციის წევრი რუსეთს პასუხობს: რუსეთის მუქარები ვერ შეგვაშინებს. გავაგრძელებთ უკრაინისთვის დახმარების მიწოდებასის ხაზს უსვამს, რომ ასეთ ნაბიჯებს მოელის ყველა პარტნიორისგან და "დიდი შვიდეულის" ყველა ლიდერისგან, "რომელიც მშვიდობას უჭერს მხარს. საჭიროა მოქმედება, ვინაიდან თუკი რუსეთი არ იგრძნობს საკმარის ზეწოლას, ის გააგრძელებს კვლას“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტი გაერთიანებულ სამეფოში 14 ოქტომბერს ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრემიერმინისტრ ენდი ბერნემს შეხვდება.
BBC-ს ცნობით, ზელენსკისთან შეხვედრამდე ბერნემმა განაცხადა, რომ შეეცდება "შეაკეთოს ხიდები" უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა თავი შეიკავა უკრაინასთან მიმართებით აშშ-ის პრეზიდენტის ნაბიჯების შეფასებისგან და განმარტა, რომ სურს "სიფრთხილე გამოიჩინოს", ადამიანების შერიგებისთვის საფუძვლის შესაქმნელად. ასე უპასუხა მან ლიბერალ-დემოკრატების ლიდერ სერ ედ დეივის მიერ დასმულ შეკითხვას - მიაჩნია თუ არა მას, რომ დიზელის შეთანხმება იყო "ტრამპის მხრიდან უკრაინელი ხალხისა და ევროპის უსაფრთხოების მორიგი, სამარცხვინო ღალატი".
ასევე ნახეთ
ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ამოქმედდა "ენერგეტიკული ზავი"ენდი ბენრემმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ზელენსკი ლონდონს "ხლეცარიელი" არ დატოვებს - მომდევნო კვირებში მორიგი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა გამოიყოფა უკრაინისთვის. მოელიან აგრეთვე, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე და კიევისთვის თავდაცვითი რაკეტების მიწოდების გაზრდაზე განაცხადებს.
დიდი ბრიტანეთი მოუწოდებს მოკავშირეებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ.