„უკრაინის თავდაცვისთვის ახლა უმნიშვნელოვანესია Starshield-ის სიჩქარის შეზღუდვის სრულად მოხსნა. გმადლობ, ილონ მასკ. შენი დახმარების გაგრძელების იმედი გვაქვს“.
ფედოროვის ამ პოსტს პლატფორმა X-ზევე მოჰყვა ილონ მასკის განმარტება:
„Starshield-ის სისტემებს ფლობს და აკონტროლებს აშშ-ის მთავრობა. სიჩქარეზე ან მოხმარებაზე ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებაზე გადაწყვეტილებას იღებს აშშ-ის სამხედრო ძალები და საბოლოოდ აშშ-ის პრეზიდენტი. Starlink-ი კომერციული სერვისია, რომელსაც ფლობს და აკონტროლებს SpaceX-ი. Starlink-ის გამოყენება შეიძლება მშვიდობიანი ან თავდაცვითი მოქმედებებისთვის და არ შეიძლება თავდასხმითი სამხედრო მოქმედებისთვის, რადგან ეს არ შეესაბამება კომერციული კომპანიის საქმიანობას“.
14 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მედიას განუცხადა, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი განაგრძობს Starlink-ის სიჩქარის 161კმ/სთის დონეზე შეზღუდვის ფორმალურად დაცვას:
„დღის განმავლობაში რეალური შეზღუდვა მნიშვნელოვნად დაბალი იყო. თუმცა, მოცემული მომენტისთვის ვაფიქსირებთ, რომ 160კმ/სთ სიჩქარეზე კავშირის ხარისხი გაუმჯობესდა“.
ასევე ნახეთ
სტუბმა მასკს მოუწოდა, გახსნას Starlink-ი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვისთავდაცვის უწყებაში აგრეთვე აღნიშნეს, რომ განაგრძობენ პარტნიორებთან და SpaceX-თან კომუნიკაციას „სერვისის სტაბილურობასა და უცაბედი შეზღუდვების დაუშვებლობაზე“. მანამდე, ოთხშაბათსვე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში ხაზი გაუსვა Starlink-ის თანამგზავრული კავშირის „სტაბილურად მუშაობის“ მნიშვნელობას რუსეთის თავდასხმებისგან უკრაინელების დაცვისთვის. მან ილონ მასკის კომპანიას Starlink-ის „სრულფასოვნად მუშაობის“ აღდგენისკენ მოუწოდა.
უკრაინაში Starlink-ის მუშაობის სიჩქარის შეზღუდვაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სიჩქარის შემცირების ან სისტემის გამორთვის გადაწყვეტილება დამოკიდებულია კომპანიაზე. „როცა Starlink-ის სიჩქარე ეცემა - გასაგებია, რაც ხდება; თუკი მას გამორთავენ - ეს მათი გადაწყვეტილებაა“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მან მიმართა მასკს, გადახედოს ასეთ მიდგომას და ხაზი გაუსვა ასეთი გადაწყვეტილების შესაძლო შედეგს ადამიანებზე.
ასევე ნახეთ
მასკი დაეთანხმა ტრამპს, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება და თქვა, რომ "ზელენსკი ძალიან შორს წავიდა"„ეს დიდი შეცდომაა, რომელსაც მოსდევს მნიშვნელოვანი დანაკარგები; ეს გადაწყვეტილება მოიტანს დიდ ადამიანურ მსხვერპლს. ამ გადაწყვეტილების შედეგად ადამიანები იღუპებიან? რა თქმა უნდა, ადამიანები დაიღუპებიან. თუ თავდასხმები გაგრძელდება, Starlink-ი კი არ იმუშავებს - ცხადია, ეს არ დაგვეხმარება“.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ თანამგზავრული კავშირის მუშაობის პრობლემები შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტექნიკურ მიზეზებთან და მოუწოდა კომპანიას მისი „სრულფასოვანი ფუნქციობის“ აღდგენისკენ.
„შესაძლოა, რაღაც სერიოზული ტექნიკური პრობლემაა, არ ვიცი - ჩვენი თხოვნაა, კვლავ ჩართონ. ვფიქრობ, ეს იქნებოდა პატიოსანი და სამართლიანი პარტნიორების ურთიერთობაში“.
ამის პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა Starkink-ის მუშაობის 160კმ/სთ სისწრაფით აღდგენაზე:
„დამრტყმელი დრონები და გადამჭერი დრონები კვლავ უნდა აფრინდეს“ - აღნიშნა ფედოროვმა „ტელეგრამში“. მისი სიტყვებით, ახლა საჭიროა იმაზე მუშაობა, რომ „საერთოდ მოიხსნას Starshield-ის სიჩქარეზე შეზღუდვა“.
მანამდე რადიო თავისუფლებას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წყაროებმა აცნობეს, რომ Starlink-ის მუშაობის შეზღუდვის გამო, უწყება კომუნიკაციაშია აშშ-თან, SpaceX-თან და ნატოელ პარტნიორებთან.
14 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ NPR-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა გააფრთხილა სადაზვერვო მონაცემების გაცვლის შესაძლო შეჩერებაზე, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები გააგრძელებდნენ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს.
ასევე ნახეთ
პოლონეთში ხანძარი გაჩნდა Starlink-ის სადგურზე, რომელიც უკრაინას ინტერნეტით უზრუნველყოფსმისი სიტყვებით, უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ ობიექტებს ურტყამს იმისთვის, რომ შეამციროს კრემლის მიერ ომის წარმოების შესაძლებლობები. ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინას უნდა ომის დასრულება, მაგრამ არ შეწყვეტს რუსეთის სამიზნეებზე დარტყმებს, თუ რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმებს.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა უარყო ტრამპის განცხადება, რომ თითქოსდა უკრაინის ბრალია დიზელზე ფასების ზრდა და აღნიშნა, რომ ამის მიზეზი არის ომი ირანში, რომელიც თებერვალში აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შემდეგ დაიწყო.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა უარყო სადაზვერვო მონაცემების გაცვლის შეჩერების ფაქტი.