ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე, რომელიც ბრიუსელში 15 ოქტომბერს გაიხსნა, უკრაინის საკითხი პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით დღეს, 16 ოქტომბერს განიხილეს.
უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში ჩავიდა იმ დროს, როცა ისევ მკვეთრად დაიძაბა მისი და აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ურთიერთობა.
ევროკავშირი უკრაინას არწმუნებს, რომ მისი მხარდაჭერა ისევ ძლიერია
ევროკავშირის ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის დაწყებამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ენერგეტიკულ ზავს მხარი დაუჭირეს, მაგრამ რუსეთს ეს ზავი ერთი წუთითაც არ დაუცვია და პირიქით, ესკალაციის გზას დაადგა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თანახმად, რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა, რომ მათი გზავნილი ძალიან მარტივია - უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია, როგორც ადრე.
კოშტას განცხადებით, ახლა უკრაინის დახმარების გაზრდის და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების დროა და არა უკრაინის დახმარების შეწყვეტისა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შესუსტების. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანახმად, ეს მნიშვნელოვანია, რათა რუსეთი აიძულონ დასთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკებებს.
ასევე ნახეთ
ტრამპი ისევ აკრიტიკებს ზელენსკის და აცხადებს,რომ მისი დიდი გულშემატკივარი არ არისახალი დაძაბულობა ტრამპსა და ზელენსკის შორის
9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააუქმა რუსული დიზელის საწვავის იმპორტისთვის დაწესებული აკრძალვა, რასაც ზელენსკიმ ომში ინვესტირება და სისუსტე უწოდა.
ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინას სჭირდება ახალი ლიდერი, რომელიც რუსეთთან შეთანხმების მიღწევას შეძლებს.
11 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა, რომლის ადმინისტრაციამ უკრაინას არაერთხელ მოსთხოვა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტა, რუსეთ-უკრაინას შორის ენერგოზავი გამოაცხადა. რუსეთს უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევა არ შეუწყვეტია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Financial Times-ის მიერ 15 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ განაახლებენ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს.
ასევე ნახეთ
„ეს ისტორიის არასწორი მხარეა” - ზელენსკი ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებებზებოლო დღეებში უკრაინას შეექმნა რუსული ბალისტიკური რაკეტებით მოსალოდნელი შეტევების შესახებ აშშ-ისგან წინასწარი შეტყობინების მიღებისა და ამერიკული კომპანია SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტის, Starlink-ის სამხედრო მიზნებისთვის ადაპტირებული Starshield-ით სარგებლობის პრობლემაც.
ასევე ნახეთ
უკრაინისთვის Starshield-ის გამოყენების შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა - Reutersბოლო მოვლენების გამო ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 ოქტომბერს ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა: „მტკივნეულია, როცა პრეზიდენტი ტრამპი ირჩევს მხარეს და ეს ჩვენი მხარე არ არის“. ზელენსკის შეფასებით, ტრამპის მრჩევლები ცდებიან და „ეს ისტორიის არასწორი მხარეა“.
15 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა Newsmax-თან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკი ისევ გააკრიტიკა, თქვა, რომ მას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ სურს და არ არის ის ადამიანი, ვისთანაც საქმე უნდა ჰქონდეთ.
- უკრაინის პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებისა და სამშვიდობო შეთანხმებისთვის, თუმცა არა უკრაინის ტერიტორიების დათმობის ხარჯზე, როგორც ამას რუსეთი მოითხოვს.
- პრეზიდენტი ტრამპი ზელენსკის ადრეც ხშირად და მწვავედ აკრიტიკებდა, 2025 წლის თებერვალში, თეთრ სახლში მათი სიტყვიერი დაპირისპირება კი მთელმა მსოფლიომ ნახა. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ტრამპმა რიტორიკა შეცვალა, ზელენსკის ძლიერ ლიდერს უწოდებდა და უკრაინელ მეომრებს აქებდა.