ტრამპი აცხადებს, რომ მას და მასკს კავშირი არ აქვთ უკრაინაში Starlink-ის მომსახურების შემცირებასთან

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ არც მას და არც ილონ მასკს არ აქვთ კავშირი უკრაინაში Starlink-ის მუშაობის შემცირებასთან - რამაც გავლენა იქონია უკრაინის საბრძოლო ოპერაციებზე რუსეთის წინააღმდეგ.

ტრამპი ამ განცხადებებით გამოვიდა ჟურნალისტებთან საუბარში, თეთრ სახლში, სანამ ჯორჯიის შტატში გაფრინდებოდა.

სამხედრო რანგის სატელიტური სისტემა Starshield-ი კომპანიამ SpaceX შეიმუშავა მთავრობებისთვის და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კლიენტებისთვის - უწინარესად აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისთვის. Starshield-ი ეფუძნება Starlink-ის სისტემას.

Starshield-ს უკრაინა იყენებს ბრძოლის ველზე კომუნიკაციისთვის, საშუალო რადიუსის დარტყმებისთვის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თავისი გარდამტაცი დრონებისთვის. უკრაინა ასევე იყენებს SpaceX-ის პარალელურ, სამოქალაქო სატელიტურ სისტემას.

ასევე ნახეთ

ზელენსკი მწვავედ აკრიტიკებს ტრამპის დიზელის შეთანხმებას და "პაროდიას" უწოდებს რუსეთის სამშვიდობო ნაბიჯებს

სისტემის სერვისების შემცირებამ უკრაინისთვის გამოწვია შეფერხება მთავარ შტაბ-ბინებთან კომუნიკაციაში და ინტერნეტის სისწრაფის დაცემა.

უკრაინამ სერვისის მუშაობაში შეფერხების შესახებ ცნობა გაავრცელა ოთხშაბათს - მალე მას შემდეგ, რაც ტრამპმა უკრაინა გააკრიტიკა და მას მოუწოდა შეწყვიტოს დარტყმები რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოებზე.

"ეს მე არ გამიკეთებია. და ვფიქრობ არც ილონს" - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა - "რამდენადაც მესმის, [ის] უწინდელივითაა".

მასკს წარსულში ნათქვამი აქვს, რომ Starshield-ის სისტემების "სიჩქარეზე ან გამოყენებაზე ნებისმიერ შეზღუდვას" აწესებს აშშ-ის არმია და საბოლოო ანგარიშით პრეზიდენტი.

სააგენტო Reuters-ი 15 ოქტომბერს იუწყებოდა, რომ თეთრმა სახლმა თანხმობა მისცა Starshield-ის სერვისების შემცირებას.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს განაცხადა, რომ სერვისი აღდგენის პროცესშია. "ჩემმა პარტნიორებმა მაცნობეს, რომ ადმინისტრაციამ და თეთრმა სახლმა მესიჯი გაუგზავნეს SpaceX-ს", ამ თხოვნით - დასძინა ზელენსკიმ.

ვაშინგტონსა და კიევს შორის ურთიერთობა ბოლო დღეებში დაიძაბა. ტრამპი გამოვიდა ზელენსკის შეცვლის მოწოდებით - მას მერე, რაც უკრაინის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის შეთანხმება, რომელიც რუსეთის დიზელის საწვავს გლობალურ ბაზრებზე დაუშვებს.

ასევე ნახეთ

Starlink-ი, SBIRS-ი და უკრაინის ცა - რას დაკარგავს კიევი ამერიკული მხარდაჭერის გარეშე?