„კიდევ ერთხელ, ამერიკის მოძულე „ქართული ოცნების“ რეჟიმი ტერორისტულ სახელმწიფოს, ირანს ხვდება. ეს უწმინდური ალიანსი შეურაცხყოფაა პრეზიდენტ ტრამპისა და საქართველოს შესანიშნავი ხალხისთვის, რომელსაც თავისუფლება და კეთილდღეობა სურს და არა სიკვდილის კულტი საკუთარ სამეზობლოში“, - დაწერა უილსონმა სოციალურ ქსელში.
შეხვედრა ერევანში
ირაკლი კობახიძე მასუდ ფეზეშქიანს 16 ოქტომბერს, ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ფარგლებში შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და დადებითად შეფასდა თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებით.
„შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დიალოგისა და დიპლომატიური ძალისხმევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დეესკალაციისა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ასევე ნახეთ
ირაკლი კობახიძე ერევანში ირანის პრეზიდენტს შეხვდაშეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა თავად კობახიძეც. მისი განცხადებით, მხარეებმა საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობები და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.
„კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს დიპლომატიურ ძალისხმევას რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის“, - დაწერა კობახიძემ.
ირანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ფეზეშქიანმა საქართველოსთან ურთიერთობების გასაძლიერებლად „მკაფიო ჩარჩოსა და დროში გაწერილი სამოქმედო გეგმის შემუშავების აუცილებლობაზე“ ისაუბრა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის მზარდი ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული კავშირები პრაქტიკულ თანამშრომლობაში უნდა გადაიზარდოს. მისივე თქმით, თეირანსა და თბილისს ერთობლივი ინიციატივების განსახორციელებლად გამჭვირვალე მექანიზმები და კონკრეტული ვადები სჭირდებათ.
პრესრელიზის მიხედვით, ირანის პრეზიდენტმა შეხვედრისას აშშ-ის მიერ მისი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა. მან ეს ზომები ჰუმანიტარული პრინციპების საწინააღმდეგოდ შეაფასა, ხოლო ირანზე განხორციელებულ ბოლო თავდასხმებს „გაუმართლებელი და არაადამიანური“ უწოდა.
ასევე ნახეთ
რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ ამოქმედება ტრამპმა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერაუილსონის კრიტიკა
79 წლის ჯო უილსონი „ქართული ოცნების“ მთავრობის ერთ-ერთი მწვავე კრიტიკოსია. ის თბილისს მოსკოვთან, პეკინთან და თეირანთან გააქტიურებული სავაჭრო და პოლიტიკური კავშირების გამო აკრიტიკებს.
კონგრესმენი „ქართული ოცნებისა“ და მთავრობის ლიდერების წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვს. ის ამ მიმართულებით რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის, მათ შორის „მეგობარი აქტის“ (MEGOBARI Act), ავტორია.
საქართველოს ხელისუფლება უილსონის კრიტიკას მიკერძოებულად მიიჩნევს და მას ქართულ ოპოზიციასთან დაკავშირებულ პოლიტიკოსად წარმოაჩენს.
ასევე ნახეთ
ჯო უილსონი: ჩინეთის „ინვესტიციები“ ყოველთვის საზიანოაურთიერთობები ირანთან
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის ფონზე თბილისს თეირანთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები არ შეუწყვეტია.
მაგალითად, 3 ივლისს „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი თეირანში ჩავიდა, სადაც ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში ის ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანსაც შეხვდა.
ასევე ნახეთ
მიხეილ ყაველაშვილი თეირანში შეხვდა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანსაქტიურია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობებიც. მაგალითად, 2026 წელს საქართველოდან ირანში ავტომობილების რეექსპორტი მკვეთრად გაიზარდა.
ასევე ნახეთ
ირანში ექსპორტი 762,7%-ით გაიზარდა - ავტომობილების ხარჯზეამასთან, სექტემბერში, აშშ-ის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ბოლო რეისი 20 სექტემბერს შესრულდა. ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ საქართველო ითვალისწინებს საერთაშორისო შეზღუდვებს, თუმცა ირანს ორმხრივ სანქციებს არ უწესებს.
ასევე ნახეთ
საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენები შეწყდასაქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ისტორიულ საკითხებზე აქტიურად აკეთებს განცხადებებს. მის არაერთ განცხადებას ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური რეაგირება არ მოჰყოლია, თუმცა 30 სექტემბერს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ამის მიზეზი ქეთევან დედოფლის შესახებ ელჩის განცხადება გახდა. მოჯანიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქეთევან დედოფლის ისტორიის შესახებ განსხვავებული ვერსიები არსებობს და ამ საკითხზე საკუთარი კვლევის შედეგების გამოქვეყნებას გეგმავდა.
ასევე ნახეთ
ირანის ელჩი საგარეოში დაიბარესსაგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩს განუმარტეს, რომ მისი განცხადებები დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს სცდებოდა და მოუწოდეს, თავი შეეკავებინა საქართველოს ისტორიისა და შიდა საკითხების ინტერპრეტირებისგან.