ესენი არიან არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.
„იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს არგუმენტებს გაიზიარებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, „კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის“. პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პარტიები კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებდნენ და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას ცდილობდნენ.
პარტიების აკრძალვის პრაქტიკაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინისა და მოლდოვის მაგალითები მოიყვანა. მისი თქმით, უკრაინაში 18 პარტია აიკრძალა, მოლდოვაში კი ექვსი, მათ შორის ოთხი, რომლებიც მანამდე აკრძალული პარტიის მემკვიდრეებად მიიჩნიეს.
„ამასთან დაკავშირებით ბრიუსელიდან ერთი კრიტიკული სიტყვაც არ მოგვისმენია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ასევე ნახეთ
პარტიების აკრძალვა და რუსეთი საკონსტიტუციო სარჩელშირატომ აიკრძალა პარტიები უკრაინასა და მოლდოვაში?
უკრაინაში პოლიტიკური პარტიების აკრძალვა უკავშირდება რუსეთის სამხედრო აგრესიას. 2022 წლის მარტში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ პრორუსული პარტიების საქმიანობა შეაჩერა, მოგვიანებით კი სასამართლოებმა მათი აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღეს.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებაში აკრძალვის საფუძვლებად დასახელებულია რუსეთის აგრესიის გამართლება ან უარყოფა, ომის პროპაგანდა, კოლაბორაციონიზმი და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა.
ასევე ნახეთ
როგორ აკრძალეს ოლიგარქის პრორუსული პარტია მოლდოვაშიმოლდოვაში საკონსტიტუციო სასამართლომ 2023 წელს პრორუსი პოლიტიკოსის, ილან შორის პარტია „შორი“ არაკონსტიტუციურად ცნო. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო პარტიის სისტემატური უკანონო და გაუმჭვირვალე დაფინანსება, მათ შორის ამომრჩევლებისა და საპროტესტო აქციების მონაწილეების მოსყიდვის ფაქტები. სასამართლომ მიიჩნია, რომ პარტიის საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა კანონის უზენაესობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს.
2026 წლის ივლისში მოლდოვის სასამართლომ კიდევ ოთხი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ისინი პარტია „შორის“ მემკვიდრე ორგანიზაციებად მიიჩნია.
ასევე ნახეთ
„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს დაესწრება- საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყება.
- „ქართული ოცნება“ ითხოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას.
- ოპოზიციური პარტიები სასამართლო განხილვის პარალელურად საპროტესტო აქციებს აანონსებენ როგორც ბათუმში, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო მდებარეობს, ისე თბილისში.