ზურაბ ჭავჭანიძემ საპროცესო შეთანხმების გაფორმება წინა სასამართლო პროცესზე მოითხოვა. დღეს კი პროკურატურამ შეთანხმების პირობები გააცნო: ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა და ორი წლით პირობითი მსჯავრი.
დღევანდელ სხდომაზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილი კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა, ანტონ ვარდანიძემ გამოთქვა. პროკურატურამ მისი მოთხოვნა უნდა განიხილოს.
ამ საქმეზე მსჯავრდებული კიდევ ექვსი პირი საპროცესო შეთანხმებაზე უარს აცხადებს და დანაშაულს არ აღიარებს. ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებენ.
ასევე ნახეთ
რატომ არ გაუფორმეს „ბათუმელ მედროშეს“ საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის საქმეზე2026 წლის 22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჭავჭანიძესა და კიდევ შვიდ დემონსტრანტს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებოდნენ.
მაშინ ჭავჭანიძემ საპროცესო შეთანხმება მოითხოვა, თუმცა პროკურატურამ მასზე უარი თქვა. პროკურორმა თამარ იაკობიძემ განმარტა, რომ მსჯავრდებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებდა, რაც შეთანხმების გაფორმებისთვის აუცილებელი პირობა იყო.
ამავე საქმეზე, რომელშიც თავდაპირველად 14 ადამიანი იყო ბრალდებული, ექვს პირს საპროცესო შეთანხმება ჯერ კიდევ ივნისში გაუფორმდა და ისინი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ასევე ნახეთ
ზოდელავას და ბერიძის გარდა, 4 ოქტომბრის აქციის კიდევ ორ მონაწილეს უფორმდება საპროცესო- გასული წლის 4 ოქტომბერს, მაშინ, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართებოდა, ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
- სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა.
- ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.