ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ და დარტყმის შედეგების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა 20 ოქტომბერს, დილის რვა საათისთვის სოციალური ქსელებით გაავრცელა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა.
ამ სამსახურის ცნობით, გასულ ღამით დარტყმა იყო საწარმოო-სასაწყობე შენობაზე, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურს კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია და მხოლოდ ის დააკონკრეტა, რომ ობიექტი კიევის ოლქის ობუხოვის რაიონში მდებარეობს.
მანამდე კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტიმურ ტკაჩენკო ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ობუხოვის რაიონზე დრონებით შეტევაა.
ასევე ნახეთ
რუსეთის ჯარებმა უკრაინის ლვოვის, ხმელნიცკის და სუმის რეგიონებს დაარტყესუკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმსაც, სადაც ხუთი ადამიანი დაშავდა. დამწვარია კერძო სახლები და ადმინისტრაციული შენობა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარების სამიზნეა სამხედრო დანიშნულების ობიექტები და არაფერს ამბობს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლსა და სახლებისა და სხვა სამოქალაქო ობიექტების განადგურებაზე.