ზურაბ ჩხაიძის ცნობით, პატიმარს ზედა კიდურზე აქვს ჭრილობა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმები ვერ საუბრობენ დაზიანების მიზეზზე.
პენიტენციურმა სამსახურმა რამდენიმე საათით ადრე, გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „დღეს ადვოკატთა შეხვედრების ოთახში ბრალდებული ფეიქრიშვილი გამოყვანილი იყო მის ადვოკატთან შესახვედრად, რა დროსაც მან მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა“.
დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ წუხელ, 19 ოქტომბერსაც გადაიყვანეს. ადვოკატის ცნობით, მას „ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი, სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, თავის ქალაზე აქვს სისხლნაჟღენთები“.
ადვოკატი პაატა გოგიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 16 ოქტომბერს ფიზიკური დაზიანებები ვატო ყიფიანმა, [ავთანდილ] ბილანიშვილმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა მიაყენეს, რის შემდეგაც ძმებმა დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა თვითდაზიანებები მიიყენეს.
ფეიქრიშვილებსა და ყიფიანს, რომლებიც გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან, დაპირისპირების მრავალწლიანი ისტორია აქვთ.
ასევე ნახეთ
დავით ფეიქრიშვილის თქმით, ვატო ყიფიანმა და 4-მა პირმა მიაყენეს დაზიანებები - ადვოკატიძმების დედა და ადვოკატი ამბობენ, რომ თავდამსხმელებს გარკვეული „კოდის“ გაგება სურდათ მობილურ ტელეფონში შესაღწევად. ადვოკატის ცნობით, 16 ოქტომბრის შემდეგ ფეიქრიშვილზე „ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა“.
„დღეს რომ შევედი... ისეთ უკიდურეს მდგომარეობაშია, რომ მიიყენა ფიზიკური დაზიანებები“.
პენიტენციური სამსახური 17 ოქტომბრიდან „კატეგორიულად უარყოფს“ გავრცელებულ ცნობებს დავით ფეიქრიშვილის ცემის შესახებ. უწყებამ 20 ოქტომბერსაც განაცხადა, რომ „ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, თუმცა დამატებით კითხვებს არ უპასუხა.
გლდანის ციხეში შესახლებული ვატო ყიფიანის ადვოკატმა, მარიკა ფხაკაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილის ბრალდებების გასაჯაროების შემდეგ თავისი დაცვის ქვეშ მყოფს ტელეფონით ესაუბრა.
ადვოკატის თქმით, ყიფიანი ფეიქრიშვილის ბრალდებას ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე კატეგორიულად უარყოფს და, საერთოდაც, ამბობს, რომ მასთან საკანში არ შეუსახლებიათ:
„სატელეფონო საუბარი მქონდა. ის [ყიფიანი] კატეგორიულად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მასთან [ფეიქრიშვილთან] ერთად იჯდა, მასთან ერთად შეასახლეს საკანში და კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე კონფლიქტს და დაპირისპირებას“.
ასევე ნახეთ
ვინ არიან და რატომ დააკავეს ძმები ფეიქრიშვილებიმასალა განახლდება