ის აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კვლავაც "მდგრადი" მშვიდობისთვის იღვწის:
"იმ ფონზე, რომ საქმის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის, პრეზიდენტი ტრამპი კვლავაც მოწადინებულია ომის დასრულებისთვის და ყოვლისმომცველი, მდგრადი მშვიდობის მიღწევისთვის, რომელიც მომავალ თაობებს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მოუტანს".
ასევე ნახეთ
უშაკოვი პუტინ-უიტკოფის შეხვედრაზე: პრინციპულად, მზად ვართ, ნოემბრის შუა რიცხვებში განვაახლოთ სამმხრივი მოლაპარაკებებისტივ უიტკოფი 20-21 ოქტომბერს ნორვეგიის დედაქალაქსა და რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში "ომის დასასრულებლად პრეზიდენტ ტრამპის მისიის პროგრესისთვის" გამართულ შეხვედრებს დადებითად აფასებს და აგრეთვე მადლობას უხდის რუსეთის პრეზიდენტს ამერიკის მოქალაქის - სტივ ჰაბარდის გათავისუფლებისთვის.
"სანქტ-პეტერბურგში შევხვდით პრეზიდენტ პუტინს, ოსლოში პრეზიდენტ ზელენსკისთან მიღწეული პროგრესის განსავითარებლად, სამშვიდობო ჩარჩოს განსახილველად და პრეზიდენტ პუტინისთვის მადლობის სათქმელად ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდის გათავისუფლების გამო".
ასევე ნახეთ
მარკო რუბიო: აშშ-ისგან დახმარება რომ არ ყოფილიყო, უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აღარ იარსებებდასტივ უიტკოფმა პირისპირ, ჯარედ კუშნერმა კი დისტანციურად მიიღეს მონაწილეობა ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრებში. ოსლოში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ აგრეთვე ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, ნორვეგიის პრემიერმინისტრი იონას გარ სტორი და ევროპის რამდენიმე ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები.