კრემლის განცხადებით, აშშ-ის კომპანიებს რუსეთში უკეთ ეპყრობიან ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის გამო

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი (არქივი)

კრემლმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთში ჯერ კიდევ მოქმედ ამერიკულ კომპანიებს უკეთეს პირობებს უქმნიან, ვიდრე მათ ევროპელ კონკურენტებს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევის გამო.

Reuters-მა მანამდე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნა, რომ რუსეთმა გაამკაცრა ზეწოლა ევროპულ კომპანიებზე - უკრაინისადმი ევროპის მხარდაჭერის საპასუხოდ, - ხოლო ამერიკულ ფირმებს დიდწილად არ შეხებია, რადგან მოსკოვი ვაშინგტონთან ბიზნესურთიერთობების დამყარებას ცდილობს.

„ამერიკის ადმინისტრაცია ბევრს აკეთებს მშვიდობიანი მოგვარების (უკრაინაში) ხელშესაწყობად; ევროპის დედაქალაქები კი არაფერს შვრებიან დასახმარებლად, სანაცვლოდ კი ბევრს აკეთებენ სამხედრო მოქმედებების გასახანგრძლივებლად“, — განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა Reuters-ის ცნობის კომენტირებისას.

ასევე ნახეთ

რუსეთმა ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა