რუსეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა აშშ-ის მოქალაქე სტეფან ჰაბარდი. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ჰაბარდის გათავისუფლების შესახებ 21 ოქტომბერს განაცხადა პეტერბურგში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფთან შეხვედრისას.
პუტინმა უიტკოფს უთხრა, რომ ჰაბარდი უკვე პეტერბურგის აეროპორტშია. უიტკოფმა პუტინს მადლობა გადაუხადა.
წინა დღეს, 20 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან განიხილა ჰაბარდის გათავისუფლების საკითხი.
- 74 წლის სტეფან ჰაბარდი რუსეთში სასჯელს იხდიდა უკრაინის მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ბრალდებით. მას მოსკოვის სასამართლომ 2024 წელს მიუსაჯა 6 წლით და 10 თვით პატიმრობა. გამოძიების ვერსიით, სტეფან ჰაბარდი 2014 წლიდან უკრაინაში ცხოვრობდა, ომის დაწყების შემდეგ კი ტერიტორიული თავდაცვის ძალებს შეუერთდა. რუსმა სამხედროებმა ამერიკელი 2022 წლის აპრილში დააკავეს.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად და უკრაინაში ომი დასრულების საკითხზე სასაუბროდ პეტერბურგში 21 ოქტომბერს ჩავიდა ნორვეგიიდან, სადაც 20 ოქტომბერს შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის.
ფორუმი